• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

10 რჩევა მათთვის, ვინც ელექტრონული სისტემის დანერგვას აპირებს

10 რჩევა მათთვის, ვინც ელექტრონული სისტემის დანერგვას აპირებს

კომპანიაში ელექტრონული სისტემის დასანერგავად რამდენიმე რჩევა ნამდვილად დაგჭირდებათ. პოსტში გაეცნობით 10 რჩევას, რომელიც სწორი ვენდორისა და პროდუქტის არჩევაში დაგეხმარებათ.

 

1. შეამოწმეთ ვენდორის ისტორია და გამოცდილება

ვენდორის სანდოობაში რომ დარწმუნდეთ, შეამოწმეთ რამდენი ხანია რაც ბაზარზეა; გაარკვიეთ მათი პარტნიორების რაოდენობა და მიღწეული შედეგები. თუ ვენდორს ხანგრძლივი, სტაბილური და პროდუქტიული თანამშრომლობა აქვს პარტნიორებთან, მათი ნდობა ნამდვილად შეგიძლიათ.

 

2. მოძებნეთ გრძელვადიანი პარტნიორი  

თუ უკვე დანერგილი პროდუქტით უკმაყოფილო ხართ, ვენდორი არასწორად გყავთ შერჩეული. ძალიან რთული და ხარჯიანი პროცესია პარტნიორისა და პროდუქტის შეცვლა. ვენდორის შერჩევისას, პირველ რიგში, მის სანდოობაში უნდა დარწმუნდეთ. სანდო პროდუქტი კი თქვენს კომპანიაში დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებს და განახლდება.

 

3. რა ხანგრძლივობით გთავაზობთ ვენდორი ტრენინგებს?

 

ნებისმიერი ელექტრონული პლატფორმის დასანერგად, ტრენინგებია საჭირო. დარწმუნდით, რომ ვენდორი ტრენინგების ციკლს გთავაზობთ თქვენი თანამშრომლებისათვის. ყურადღება მიაქციეთ ხანგრძლივობას. თუ ვენდორი ულიმიტო დახმარებასა და ტრენინგს გთავაზობთ, იმის დამადასტურებელია, რომ მათი პროდუქტი მარტივად გამოსაყენებელია. სხვა შემთხვევაში, ულიმიტო დახმარების გარანტიას ვერ მიიღებდით, რადგან არავის უღირს მთელი დრო ტრენინგების ჩატარებაში დაკარგოს.

4. მხარდაჭერის გუნდის მუშაობის მნიშვნელობა

 

იკითხეთ, უშუალოდ რამდენი თანამშრომელი ზრუნავს პროდუქტის დასანერგად და გასავითარებლად. გაარკვიეთ, ჰყავს თუ არა ვენდორს მხარდაჭერის გუნდი და რამდენად ოპერატიულად შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა. თუ ვენდორს საკმარისი თანამშრომელი ჰყავს სრულ განაკვეთზე თქვენს დასახმარებლად, სანერვიულო არაფერი გექნებათ.

 

5. მოძებნეთ ვენდორის სახელი და შეამოწმეთ სოციალური მედიის გვერდები (Facebook, Instagram, LinkedIn…)

 

იპოვეთ ინფორმაცია გუგლში, ესტუმრეთ სოციალური მედიის გვერდებს, წაიკითხეთ შეფასებები და კომენტარები. დიდი პლუსია, თუ ვენდორი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას მარკეტინგული მიზნებისთვის. ერთი მხირვ, ეს მის იმიჯზე მეტყველებს; მეორე მხრივ კი გაძლევთ კომუნიკაციის იოლ გზას.

 

6. გაეცანით ვენდორის სამომავლო გეგმებს

 

იკითხეთ, აქვს თუ არა ვენდორს დაგეგმილი ახალი ფუნქციების დამატება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფუნქციების დიდი სია არსებობს, დაინტერესდით, რომელი ფუნქციებია ვენდორისთვის პრიორიტეტული. ეს დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რამდენად ემთხვევა ვენდორის გეგმები და პრიორიტეტები თქვენსას.

 

7. შეამოწმეთ ვენდორთან კომუნიკაციის ეფექტურობა

 

დროულად პასუხობენ თქვენს ზარებს? სწრაფად გაწვდიან საჭირო კითხვებზე პასუხებს? თუ თქვენი შეფასება დადებითია, ეს ვენდორზე კარგად მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვენდორი თქვენთან პარტნიორობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და თქვენს საჭიროებებზეა კონცენტრირებული.

 

8. დაინტერესდით, როგორ შეიქმნა პროდუქტი და ვინ მუშაობს მის განვითარებაზე

 

მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის შექმნაში იმ ადამიანს ჰქონდეს წვლილი, რომელიც უშუალოდ იცნობს პრაქტიკას. იკითხეთ, რამდენად გამოცდილია ეს ადამიანი და რამდენად ღრმად იცნობს არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

 

9. რამდენად მნიშვნელოვან რეპორტებსა და ანალიზს მიიღებთ პროდუქტით?

 

დარწმუნდით, რომ მარტივად და სწრაფად მიიღებთ საჭირო რეპორტებს სისტემის დახმარებით. რეპორტები თქვენი ბიზნესის ფუნქციონირებასა და ფინანსურ ანალიზზე, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. რეპორტები საშუალებას უნდა გაძლევდეთ შეიმუშაოთ ეფექტური სტრატეგია ბიზნესის უკეთ სამართავად. 

 

10. გააანალიზეთ, რას მიიღებთ პროცესის გაელექტრონულების შემდეგ

 

პრაქტიკის გაელექტრონულება ნამდვილად მოიტანს ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა ცვლილება ბიზნესის ფუნქციონირებასა და შემოსავლების ზრდაზე აისახოს პოზიტიურად. დაფიქრდით, რომელი ვენდორის პროდუქტი შეძლებს ყველაზე უკეთ ამ საკითხის გადაჭრას.


სულ ესაა.

 

ბოლოს კი, თუ HR-ის მართვის ელექტრონული სისტემით ხართ დაინტერესებული, შეგვიძლია ვაბაკოს HR-ი შემოგთავაზოთ.  

ხოლო თუ კლინიკის მართვა გსურთ ციფრულად, შეგიძლიათ ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე გადახვიდეთ და ვაბაკოს HIS-ს გაეცნოთ.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co