• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

8 გასაოცარი ფაქტი, რომელიც ეიჩარებმა უნდა იცოდნენ

8 გასაოცარი ფაქტი, რომელიც ეიჩარებმა უნდა იცოდნენ
1) დამსაქმებლების 72.8%-ს უჭირს კარგი კანდიდატების პოვნა.

 

კარგ კანდიდატს ორი რამ ახასიათებს: ვაკანსიის შესაბამისი კვალიფიკაცია აქვს და ამავდროულად კომპანიის კულტურას ერგება.

ის ადამიანები, რომლებიც ამ ორი თვისებას ერთდროულად ატარებენ, რთული საპოვნელია.

ასევე რთულია მათი თქვენთან მუშაობაზე დათანხმება, ვინაიდან კომპანიებს შორის ასეთ კადრებზე დიდი კონკურენციაა.

ამ პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ეიჩარებს ხშირად ურჩევენ, რომ კანდიდატების რეზერვი (pipeline) სავსე ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა კონკრეტულ მომენტში რეკრუტინგის პროცესში.

ეს იმიტომ, რომ როდესაც თანამშრომლის აყვანა მართლა დასჭირდებათ, უკვე ექნებათ ისეთი პოტენციური დასაქმებულების ბაზა, რომლებმაც რაღაც ეტაპები გადალახეს, შეესაბამებიან კულტურას და თან შესაბამისი კვალიფიკაციაც აქვთ.

რაღა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილი უკვე სხვა კომპანიაში იქნება დასაქმებული, მაგრამ ზოგიერთი ისევ თავისუფალი იქნება, ზოგი კი – სამსახურის გამოცვლით დაინტერესებული, თუ საკმარისად მომხიბლავი შემოთავაზებით მიხვალთ.

[წყარო: TalentNow]

 

2) ადამიანი ერთ კომპანიაში საშუალოდ 4.2 წელი რჩება, კარიერის განმავლობაში კი დამსაქმებელს 10-15-ჯერ იცვლის.

 

თანამშრომლების ერთგულება (თითქმის) აღარ არსებობს.

თანამედროვე დასაქმებული მუდმივად ეძებს უკეთეს შესაძლებლობებს და უარს არ ამბობს, როდესაც ის თავს აჩენს.

თქვენ, როგორც კომპანია, მზად უნდა იყოთ ამ ტრენდისთვის.

ჩადეთ ინვესტიცია კომპანიის კულტურაში. დარწმუნდით, რომ თანამშრომლები ბედნიერები და ჩართულები არიან. გახადეთ კომპანია ისეთი ადგილი, რომლის დატოვებაც არ მოუნდებათ და არც დატოვებენ (ისე სწრაფად მაინც).

[წყარო: Sage People]

 

3) სამსახურის მაძიებლების 79% სოციალურ მედიას იყენებს ძებნის პროცესში.

 

თუ თქვენი კომპანიისთვის საუკეთესო ტალანტის პოვნა გსურთ (ვის არ სურს?), ისინი იქ უნდა ეძებოთ, სადაც ხშირად არიან.

ანუ, ინვესტიცია ისეთ სოციალურ ქსელებში ჩადოთ, როგორებიც LinkedIn-ი და Facebook-ია.

[წყარო: Sage People]

 

4) ეიჩარების 53% ამტკიცებს, რომ ახალი თანამშრომლის ადაპტირების პროცესის (Onboarding) გაუმჯობესებით, მათი ჩართულობა იზრდება.

 

ჩართული თანამშრომელი ბედნიერია.

ბედნიერი თანამშრომელი კი მეტს მუშაობს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს და დამსაქმებელსაც იშვიათად იცვლის.

ამიტომ, ნამდვილად ღირს ამ საკითხს სერიოზულად შეხედოთ, თუ უკვე არ უყურებთ.

[წყარო: Rise People]

 

5) ეიჩარ ლიდერების 97% გეგმავს, რომ 2020 წლისთვის რეკრუტინგის ტექნოლოგიაში ინვესტიცია გაზარდოს.

 

რატომ?

იმიტომ, რომ ტექნოლოგიის ჭკვიანურად გამოყენების დროს, ეიჩარის გუნდს ეფექტური პროცესებისა და უფრო კვალიფიციური კადრების პოვნის შესაძლებლობა აქვს.

თუ ინვესტიციისთვის მზად ხართ, შეგიძლიათ ვაბაკოს რეკრუტინგი სცადოთ.

[წყარო: Rise People]

 

6) ჯანმრთელობის წამახალისებელ პროგრამებზე (Wellness Programs) დახარჯულ თითოეულ დოლარზე კომპანიებმა დამატებით $2.38 მიიღეს.

 

მოუარეთ თქვენს თანამშრომლებს! ამის სურვილი ალბათ ისედაც გქონდათ, მაგრამ თუ წახალისებას ელოდებოდით, ესაა.

ინვესტიცია უკან გაზრდილი პროდუქტიულობის, ჯანმრთელობის დაბალი რისკისა და შემცირებული დენადობის სახით დაგიბრუნდებათ.

[წყარო: The Lassale Network]

 

7) ეიჩარ ლიდერების 46% ამტკიცებს, რომ დენადობის ნახევარს თანამშრომლების გადაღლილობა იწვევს.

 

დასაქმებულების ზედმეტი გადაწვის დასაზღვევად, რამდენიმე რამის გაკეთება შეგიძლათ. მაგალითად:

  • მენენჯენტის გუნდსა და დანარჩენ თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება;
  • სამუშაო და არასამუშაო დროებს შორის მკაცრი საზღვრების დაწესება;
  • სასიამოვნო კულტურისა და ატმოსფეროს შექმნა.


[წყარო: Rise People]

 

8) კომპანიებში, რომლებიც თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის უფლებას აძლევენ, დენადობა 25%-ით ნაკლებია.

 

თანამშრომლებს არჩევანი და თავისუფლება უნდათ.

მათთვის დისტანციურად მუშაობის ალტერნატივის მიცემით, თქვენს კომპანიაში დენადობა 25%-ით შემცირდება, თუნცაც ამ არჩევანის გამოყენება კვირაში მხოლოდ ორი დღე შეეძლოთ მათ.

გასაგებია, რომ ყველა კომპანიას არ აქვს ამისი ფუფუნება, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ, გირჩევთ, გამოიყენოთ.

[წყარო: Capterra]

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co