საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული მინიმალური დღეების რაოდენობა ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის მიზეზით აღებულ შვებულებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ცხრილში:
ანაზღაურებადი |
ანაზღაურების გარეშე |
|
ორსულობის გამო |
183 კალედნარული დღე |
730 კალენდარული დღე |
გართულებული ორსულობის გამო |
200 კალენდარული დღე |
730 კალენდარული დღე |
მშობიარობის გამო |
183 კალენდარული დღე |
730 კალენდარული დღე |
ტყუპებზე მშობიარობის გამო |
200 კალენდარული დღე |
730 კალენდარული დღე |
ბავშვის მოვლის გამო |
183 კალენდარული დღე |
730 კალენდარული დღე |
ერთ წლამდე ასაკის ბავშვის შვილების გამო |
90 კალენდარული დღე |
550 კალენდარული დღე |
ანაზღაურებადი ნიშნავს ერთჯერად 1000 ლარს, რომელსაც სახელმწიფო იხდის. ათასზე მეტს სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ გადაიხდის.
დავუშვათ, ელენემ ორსულობის მიზეზით შვებულება აიღო და სამსახურში ორი თვე არ დადიოდა. ვთქვათ, ეს ორი თვე ივნისი და ივლისი იყო. ივნისში 30 კალენდარული დღეა, ხოლო ივლისში - 31. ანუ, ელენემ 61 კალენდარული დღე გააცდინა.
განვიხილოთ ორი შემთხვევა ამ სიტუაციაში:
შემთხვევა #1
ელენეს ფიქსირებული ხელფასი 400 ლარია. ის ივნისსა და ივლისში 800 ლარს აიღებდა რომ არ გაეცდინა:
400 * 2 = 800
რამდენს აუნაზღაურებს სახელმწიფო?
სახელმწიფო მას სრულად აუნაზღაურებს თანხას, რადგან ჯამურად მისი ასაღები ხელფასი 1000-ს არ აღემატებოდა:
800 < 1000
შემთხვევა #2
ელენეს ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარია. მას ივნისსა და ივლისში 2000 ლარი უნდა აეღო, რომ არ გაეცდინა:
1000 * 2 = 2000
რამდენს აუნაზღაურებს სახელმწიფო?
სახელმწიფო მას მხოლოდ 1000 ლარს მისცემს რადგან ეს მაქსიმუმია, რასაც იგი ანაზღაურებს.
2000 > 1000
შემთხვევა #3
განვიხილოთ ოდნავ განსხვავებული შემთხვევაც, როდესაც ელენეს საშვებულებო ხელფასი 1000 ლარზე ნაკლები გამოსდის.
ელენემ ორსულობის გამო შვებულება აიღო და სამსახურში 214 კალენდარული დღე არ დადიოდა. ვთქვათ, ელენეს თვიური ხელფასი 140 ლარია. რამდენს აუნაზღაურებს სახელმწიფო?
ანაზღაურებადი მხოლოდ 183 დღეა. 183 დღე იგივე 6 თვეა, ანუ, ელენეს ჯამური ანაზღაურება 840 ლარი უნდა ყოფილიყო:
140 * 6 = 840
840 < 1000
ელენეს 183 დღეზე მეტი არ აუნაზღაურდება არცერთ შემთხვევაში. ელენემ 214 დღე გააცდინა, რაც იგივე 7 თვეა:
140 * 7 = 980
980 < 1000
მიუხედავად იმისა, რომ მისი 7 თვის ხელფასიც კი 1000 ლარზე ნაკლები გამოდიოდა, სახელმწიფო მას მხოლოდ 6 თვეს აუნაზღაურებს, რადგან არა მხოლოდ თანხას (1000 ლარი), არამედ დღეების რაოდენობასაც (183 კალენდარული დღე) ენიჭება მნიშვნელობა.
სახელმწიფო ამ ტიპის შვებულებებს ყველა შემთხვევაში ანაზღაურებს, კომპანიებს კი ანაზღაურების არანაირი ვალდებულება არ აქვთ. მიუხედავად ამისა, კეთილი ნებით ამას ხშირად აკეთებენ. ერთ-ერთი გავრცელებული პრაქტიკაა რამდენიმე თვის ხელფასის სრულად გადახდა დასაქმებულისთვის, ზოგი კომპანია მთელი პერიოდის განმავლობაში ხელფასის ნახევარს, ზოგი კი – მთელი პერიოდის ხელფასს სრულად ანაზღაურებს.