• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

HR სოფტების ტრანსფორმაცია და მისი უპირატესობები

HR სოფტების ტრანსფორმაცია და მისი უპირატესობები

ბოლო ათწლეულები ტექნოლოგიური პროგრესებით ხასიათდება - ამ პერიოდის განმავლობაში ციფრული ტრანსფორმაცია არაერთმა სფერომ განიცადა. პროგრესს არ ჩამორჩენია HR სფერო და აქაც, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, განვითარება ციფრული სოფტების დანერგვით აისახა. თუმცა, დღესაც არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვს ინფომრაცია HR სოფტების უპირატესობებზე.

 ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ბენეფიტს, რომლებსაც HR სოფტები მოუტანს თქვენს ორგანიზაციას:

 

გააუმჯობესებს თქვენი HR გუნდის ეფექტურობას

 

კომპანიის HR გუნდი უამრავ დეტალზეა პასუხისმგებელი, როგორებიცაა: შვებულებების, გაცდენილი დღეების აღრიცხვა, თითოეული თანამშრომლისთვის გამოყენებული და გამოსაყანებელი დღეების დათვლა, მართვა და ასე შემდეგ.  სოფტის გამოყენების გარეშე, ამგვარი ინფორმაციის კალკულაცია და ასახვა არც ისე მარტივია და დაკავშირებულია ბევრ უსიამოვნო შეცდომასთან, რომლებსაც, სიფრთხილის მიუხედავად, მაინც ვუშვებთ. 

HR სოფტის გამოყენება თავიდან აგვარიდებს ყოველგვარ პრობლემას, რადგანაც სისტემაში ავტომატურად აისახება ინფორმაცია ყველა თანამშრომლის შესახებ, შესაბამისად, მათი კონტროლი HR მენეჯერს არ მოუწევს. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ იმის გარანტად, რომ პროცესების გაციფრულება ადამიანური რესურების მართვის გუნდის ეფექტურობაზე ნამდვილად აისახება.

 

სოფტი თანამშრომლების კეთილგანწყობას მოგაპოვებინებთ

 

სავარაუდოდ, ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპით აიხსნება ის, რომ დღეს უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად ციფრულ მოწყობილობებს ვიყენებთ, რომელთა საშუალებითაც ვზოგავთ ჩვენს დროსა და ენერგიას. ტექნოლოგიური მოწყობილობების დახმარებით უკვე ჩვენს მისამრთზე ტაქსის, რესტორნიდან საკვებს და აფთიაქიდან სააფთიაქო პროდუქტებსაც კი ვიძახებთ.  რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრესმა შედეგიც გამოიღო და საქმის გამარტივებით ჩვენი კეთილგანწყობაც მოიპოვა. 

მაშინ, როდესაც ყველაფერი ტელეფონით შეგვიძლია მოვაგვაროთ, თქვენი კომპანიის თანამშრომელბისთვის დიდი იმედგაცრუება იქნება, თუკი აღმოაჩენენ, რომ სამსახურში შვებულების, ანდაც ,,დეიოფის” ასაღებად დიდი და ფორმალური წერილის დაწერაა საჭირო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათ მათზე მორგებულ, მარტივ სოფტს შევთავაზებთ და ამ ყველაფრის შესაძლებლობას ციფრულად, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მივცემთ, მათ კეთილგანწყობას ნამდვილად მოვიპოვებთ, რაც, ცხადია, სამუშაო პროცესზეც დადებითად აისახება.

 

სოფტი დაზოგავს თქვენს რესურსებს

 

მართალია, მისით სარგებლობა გარკვეულ გადასახადებს მოითხოვს, მაგრამ თუ მის მიერ მოგვარებულ პრობლემებს კარგად დავუკვირდებით, გავაცნობიერებთ, რომ გრძელვადიან პერიოდში სოფტი ჩვენი არა მხოლოდ ფულადი რესურსების, არამედ დროის დაზოგვაშიც გვეხმარება. 

აღსანიშნავია, რომ სოფტი ხელფასებისა და ბონუსების გადანაწილებაში დიდ როლს თამაშობს და მისი გამოყენებით უფრო მარტივად, დროულად და ზუსტად შეძლებთ თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდას მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთული სახელფასო სტრუქტურა გაქვთ.

ხოლო, რაც შეეხება დროისა და ენერგიის დაზოგვას, სოფტის ერთ-ერთი უპირატებოსა თანამშრომლისთვის პოზიციის შეცვლის შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობის სიმარტივეა. როცა ვინმესთვის პოზიციის ცვლილება ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია და ეს პროცესი ზედმეტ ფორმალობას არ მოითხოვს, მარტივია, არა?

 

სოფტი დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში

 

სიტუაციის კონტროლი ყველაზე მარტივი მაშინ არის, როდესაც ჩვენთვის ყველა დეტალი თვალსაჩინოა. კარგი სოფტის საშუალებით, HR მენეჯერს შეუძლია აკონტროლოს ნებისმიერი თანამშრომლის ინფორმაცია, მონაცემები, ხელფასი, სამუშაო გრაფიკი, გაცდენილი დღეებისა და შვებულებების რაოდენობა, შეადაროს თანამშრომლების საქმიანობა ერთმანეთს და მათ შესახებ გადაწყვეტილებები მიიღოს სწორედ სანდო პროგრამაზე დაკვირვებით და არა ფურცლებზე მონიშნული კომენტარებით, რომლებიც ოდესღაც მათ შესახებ დაწერა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ქაღალდზე წარმოებულ დოკუმენტებში ინფორმაციის მოძიება ძალიან რთულია, ხოლო სოფტი მასში ასახული ინფორმაციის სანდოობაში აუცილებლად დაგარწმუნებთ. 

 

ცხადია, რომ HR სისტემის არსებობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი დახმარებით სამუშაო პროცესი კიდევ უფრო სახალისოა და ნაკლებ სტრესთან ასოცირდება. 

 

 

 

 

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co