• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

ჯანდაცვის სამინისტროს 5 მოთხოვნა ელექტრონულ სამედიცინო სისტემებთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროს 5 მოთხოვნა ელექტრონულ სამედიცინო სისტემებთან დაკავშირებით

წინა პოსტში ვახსენეთ, რომ EHR-ის (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები) სისტემაში ინფორმაციის გადაცემა ორნაირად შეიძლება მოხდეს.

ერთი გზაა მონაცემების შევსება სამინისტროს EHR-ში, ხოლო მეორე – ელექტრონული სამედიცინო სისტემის გამოყენება.

ელექტრონულ სამედიცინო სისტემებში კლინიკებისა და ჰოსპიტლების ავტორიზებული პირები აღრიცხავენ მათი პაციენტების შესახებ ინფორმაციას.

ამ პოსტში გვსურს ეს თემა განვავრცოთ, ვინაიდან, ჩვენი აზრით, სისტემის გამოყენება კლინიკებისა და ჰოსპიტლებისთვის ბევრად უფრო მარტივი, სწრაფი და უსაფრთხოა იქნება.


ელექტრონული სამედიცინო სისტემა, იმისთვის, რომ მისი გამოყენება შეძლოთ, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ 5 მოთხოვნას:

  1. სისტემაზე წვდომა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ავტორიზებული პირების მიერ. ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს ექიმი.

  2. სისტემა აუცილებლად უნდა ითხოვდეს ავტორიზაციის გავლას მასზე ყოველი წვდომისას.

  3. სისტემა უნდა ინახავდეს მომხმარებელთა რეგისტრს, შექმნილ ჩანაწერებს და წვდომის უფლებებს დანართით დადგენილი ვადებით*.

  4. სისტემის ფუნქციონალი უნდა უზრუნველყოფდეს სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ყველა მონაცემის აღრიცხვის საშუალებას.

  5. სისტემაში უნდა ხორციელდებოდეს ლოგირება დანართის შესაბამისად და განსაზღვრული ვადით*.


    ლოგი შეიცავს მონაცემთა დამუშავების თარიღს, დამუშავებული მონაცემის მაიდენტიფიცირებელ ჩანაწერს, ინფორმაციას მონაცემთა დამუშავების ფორმის შესახებ (დათვალიერება, შეტანა/განახლება, ექსპორტი), ინფორმაციას დამმუშავებლის ვინაობის თაობაზე. ლოგირების მექანიზმი ვრცელდება ინფორმაციის დამუშავების ყველა რესურსზე (მათ შორის, პაციენტის გვერდზე). ასევე, ლოგირდება მონაცემთა გაზიარების/დაფარვის მიზნით განხორციელებული ქმედებები (სტატუსის ცვლილებები), დამმუშავებლის, შესაბამისი ეპიზოდის/ვიზიტის და სათანადო მიზეზების ჩვენებით.

    ლოგირების ბაზები უნდა ინახებოდეს შესაბამისი ქმედების თარიღიდან 3 წლის განმავლობაში.

    ჩანაწერები უნდა ინახებოდეს პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლება აქვს, ელექტრონული სამედიცინო სისტემის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება მოითხოვოს. შესაბამისად, გირჩევთ, ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმოთ.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის მნიშვნელოვნია, შეგიძლიათ ჩვენს ელექტრონულ სამედიცინო სისტემას გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.

 

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co