• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

მისწერეთ წერილი ახალ თანამშრომელს

მისწერეთ წერილი ახალ თანამშრომელს

ახალი სამსახურის დაწყება ხშირად სტრესულია.

ამ დროს ადამიანი უამრავ რამეზე შეიძლება ნერვიულობდეს, მათ შორის:

  • პარკირებაზე
  • დროზე მისვლაზე
  • ახალი ადამიანების გაცნობაზე
  • დრეს კოდზე

 

ასეთ სიტუაციაში, ეიჩარის გუნდის მოვალეობაა, სტრესის დონე ახალ თანამშრომელში მაქსიმალურად შეამციროს და მას თავი „როგორც საკუთარ ოფისში“, ისე აგრძნობინოს.

სტრესის შემცირების ერთ-ერთი მარტივი გზა არის წერილი (მეილი), რომელსაც ეიჩარი ახალ თანამშრომელს წინასწარ, პირველ სამუშაო დღემდე მისწერს და რომელშიც ყველაფერს აუხსნის, რაც მას მისვლის დღეს დასჭირდება. შედეგად, ახალი თანამშრომელი თავს ბევრად მშვიდად იგრძნობს.

არაფერი გრანდიოზული არაა საჭირო, იქ უბრალოდ ახსნილი უნდა იყოს დეტალები ოფისსა და თანამშრომლის პირველ დღეზე. რამდენიმე ძირითადი საკითხის გარკვევა მას დაამშვიდებს და ადაპტაციის პროცესს გაუმარტივებს.

 

რატომ უნდა მისწეროთ წერილი ახალ თანამშრომელს

მომავალი თანამშრომლისგან მიღებული წერილი ადამიანს სამსახურში მოსვლის სურვილს უფრო აღუძრავს. ეს ჟესტი სტუმართმოყვარე ატმოსფეროს შეუქმნის და აჩვენებს, რომ ოფისის კარი ღიაა და მის მისვლას ელოდება. წერილი ასევე აჩვენებს, რომ ის უკვე არის გუნდის ღირებული წევრი. ასევე, დაარწმუნებს, რომ ახალ სამსახურში ხალხი ეფექტური, ორგანიზებული და დაინტერესებულია.

 

რას უნდა მოიცავდეს წერილი

წერილი მოკლე უნდა იყოს და თანამშრომლის მოსვლასთან დაკავშირებით ენთუზიაზმს აჩვენებდეს. როდის მისწერთ ამ წერილს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ის პირველ დღესთან ახლოს უნდა იყოს, რათა იქამდე ყველაფერი არ დაავიწყდეს.

სცადეთ, თქვენი თავი მის ადგილას ჩააყენოთ. რის ცოდნას ისურვებდით, სანამ მაგ კომპანიაში მუშაობას დაიწყებდით? როგორი იყო თქვენი პირველი დღე? მომზადებულები იყვნენ და კარგად დაგხვდნენ, თუ ინერვიულეთ და დაიბენით? თქვენი საკუთარი გამოცდილების გახსენება დაგეხმარებათ ახალ თანამშრომელს ის ინფორმაცია მიაწოდოთ, რაც ყველაზე მეტად გამოადგება.

რაც შეეხება უშუალოდ მეილის შიგთავსს, ახსენეთ დაწყების თარიღი და სამუშაო საათები, აუხსენით ოფისის დრეს კოდი. თუ რამის (მაგ: პირადობის მოწმობის), მოტანა სჭირდება, ესეც აუცილებლად უთხარით. მისწერეთ, სად შეუძლია მანქანის პარკირება და რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუძლია მგზავრობა. შემდეგ აუხსენით რა უნდა გააკეთოს, როდესაც შენობაში შემოდგამს ფეხს.

ბოლოს, აღუწერეთ პირველი დღის გეგმა. შეგიძლიათ დეტალურად მოუყვეთ, ან უფრო ზოგადად უთხრათ, რას უნდა ელოდოს. ნებისმიერ ვარიანტში, მას წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რას გააკეთებს და ვის შეხვდება დღის განმავლობაში. ახსენეთ ამ ადამიანების სახელები, რათა წინასწარ შეგრძნება ჰქონდეს, რომ ოფისში სხვა ადამიანებსაც იცნობს. ასევე, დაურთეთ იმ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც შეუძლია კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართოს.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co