• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

რა არის ადამიანური კაპიტალის მართვა?

რა არის ადამიანური კაპიტალის მართვა?

საიდუმლო არაა, რომ კარგი, მომზადებული თანამშრომლები კარგ შედეგებს დებენ.

მიუხედავად ამისა, ადამიანური კაპიტალის მართვის პრაქტიკებში ინვესტიციის ჩადებას ბევრი კომპანია მაინც ვერ ახერხებს.

ამ პოსტით სწორედ ამის შეცვლა გვსურს, თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდებით.

ჩვენ ავხსნით რა არის ადამიანური კაპიტალის მართვა, რატომაა ის ყველა ორგანიზაციისთვის სასარგებლო და როგორ უნდა გახადოთ ის თქვენს საქმეში პრიორიტეტული.

 

რას ნიშნავს ადამიანური კაპიტალის მართვა


დავიწყოთ დეფინიციით.

ადამიანური კაპიტალის მართვა (HCM) სამუშაო ძალის რეკრუტინგის, მართვისა და განვითარების სისტემატური პროცესია.

ადამიანური კაპიტალის მართვის გადმოსახედიდან, თანამშრომელი კომპანიის აქტივად აღიქმება, რომელში ინვესტირებაც, ორგანიზაციის სარგებლიანობის მაქსიმიზაციისთვის, ბუნებრივი ხდება.

ახალი თანამშრომლის აყვანაში, ტალანტების ეფექტურად მართვასა და თანამშრომლის განვითარებაში, ძირითადად, HR-ებს აქვთ გადამწყვეტი როლი.

აქედან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის მართვის პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად ადამიანური რესურსების დეპარტამენტზე მოდის.

 

ადამიანური კაპიტალის მართვის სარგებელი


მაინც, რატომ უნდა იყოს ადამიანური კაპიტალის მართვა თქვენი ორგანიზაციის პრიორიტეტი?

რა სარგებლობა მოაქვს მას?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჯერ თქვენი კომპანიის თანამშრომლების მნიშვნელობა უნდა გაიაზროთ ძალიან კარგად.

ისინი თქვენი ბიზნესის მამოძრავებლები არიან. მათ გარეშე, ვერაფერს მიაღწევდით.

როდესაც სამუშაო ძალას ამ გადმოსახედიდან შეხედავთ, ნათლად გამოჩნდება, რატომაა ადამიანური კაპიტალის მართვა ასეთი მნიშვნელოვანი.

სწორი მიდგომით საუკეთესო ტალანტის მოძიებას, მათი პოტენციალის მაქსიმიზაციასა და განვითარებას შეძლებთ.

 

როგორ გავხადოთ ადამიანური კაპიტალის მართვა პრიორიტეტული

ვთანხმდებით, რომ ადამიანური კაპიტალის მართვაში ინვესტირება ნამდვილად ღირს?

მშვენიერი!

ახლა გავიგოთ, როგორ შეიძლება ორგანიზაციამ ის პრიორიტეტად აქციოს:

 

შექმენით ადამიანური კაპიტალის მართვის კულტურა

ადამიანური კაპიტალის მართვის მნიშვნელობა თქვენს კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს უნდა ესმოდეს.

თუ დირექტორებს ეს ბოლომდე არ ესმით, ვერასდროს დააინევსტირებთ თქვენს თანამშრომლებში ისე, როგორც იცით, რომ საჭიროა.

გულწრფელად ესაუბრეთ თქვენი კომპანიის ლიდერებს.

ხედავენ ადამიანური კაპიტალის მართვის რეალურ სარგებელს? თუ ვერა, მაშინ, აუხსენით.

როდესაც დაინახავენ, შეგიძლიათ უკვე ამ კულტურის დანერგვა და პრიორიტეტად ქცევა დაიწყოთ.

 

ყურადღება გაამახვილეთ თანამშრომლების განვითარებაზე

ორგანიზაციის თანამშრომლებში ინვესტირება მხოლოდ მაშინაა გამართლებული, როდესაც ისინი აქტივად აღიქმებიან.

რაც მეტი უნარი და ცოდნა აქვთ მათ, მით უფრო მეტად პროდუქტიულები და წარმატებულები შეუძლიათ იყონ.

ყოველთვის ეძიეთ გზები, როგორ განავითარებთ თქვენი კომპანიის სამუშაო ძალას კიდევ უფრო მეტად.

რა დამატებითი გაკვეთილები ან ტრენინგები შეიძლება გაიარონ? ან, იქნებ, ისეთი გამოცდილი თანამშრომლები გყავდეთ, რომ ახალი თანამშრომლების მენტორობა შეძლონ.

თანამშრომლების განვითარებისთვის ყურადღების გამახვილება თქვენი გუნდის ბევრად გაუმჯობესებულ შედეგიანობას მოგიტანთ და რეკრუტინგის პროცესში საუკეთესო ტალანტების მოზიდვის საშუალებასაც მოგცემთ.

გელაფის 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მილენიალთა (ახალი სამუშაო ძალა) 87%-ისთვის სამსახურში პროფესიული განვითარებისა და კარერული ზრდის შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დაიცავით ტოპ ტალანტი

კომპანია, რომლის პრიორიტეტიც ადამიანური კაპიტალის მართვაა, ტოპ ტალანტს მუდმივად ეძებს და ორგანიზაციაში მის მოსაყვანად საჭირო ზომებს იღებს.

დღევანდელ დასაქმებულებს მხოლოდ ხელფასი არ დააკმაყოფილებთ.

ცხადია, კონკურენტული ანაზღაურება მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფესიული განვითარებაც აინტერესებთ, ჯანმრთელობის დაზღვევასა და მოქნილობასთან ერთად.

გარდა ჩამოთვლილი ხელშესახები ბენეფიტებისა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი საჭიროდ იგრძნონ. თანამედროვე თანამშრომლებს სურთ იყვნენ ისეთი კომპანიის ნაწილი, რომელიც იზრდება და რომლის მომავალ წარმატებებში თავადაც შეიტანენ წვლილს.

ახალი თანამშრომლის აყვანის დროს, დარწმუნდით, რომ გასაგებად გადაეცით, როგორ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ის კომპანიაში.

 

ჩადეთ ინვესტიცია HR სისტემაში

ხარისხიანი HRMS-ი, ანუ, ადამიანური რესურსების მართვის სისტემა ადამიანური კაპიტალის მართვას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის.

თანამშრომელთა მონაცემების თვალის დევნებასა და კონტროლს ასე უფრო მარტივად შეძლებთ და, საჭიროების დროს, რეპორტებსაც უფრო მარტივად აწარმოებთ.

ახალი თანამშრომლის ადაპტირება კი მარტივი და მოწესრიგებული პროცესი გახდება.

HR სისტემას ბევრი ბენეფიტი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მოხერხებულობა და გაზრდილი პროდუქტიულობაა, რაც ორგანიზაციაში მის დანერგვას ახლავს თან.

 

თქვენი ჯერია

ადამიანური კაპიტალის მართვა უმეტესად HR პროფესიონალების პასუხისმგებლობის საკითხია. იზრუნეთ, რომ ის თქვენს კომპანიაში დაინერგოს.

დაიწყეთ თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებით; ორგანიზაცია, რომლის კულტურაშიც დასაქმებულები სასარგებლო აქტივებად აღიქმებიან და მათ განვითარებაზე ზრუნავენ, სხვა ორგანიზაციებთან შედარებით ბევრად მომგებიანი იქნება.

დაარწმუნეთ მენეჯმენტის გუნდი, რომ ეს მიდგომა სასარგებლოა.

ასევე, არ დაგენანოთ ფული ტოპ ტალანტებსა და ხარისხიან HRMS-ში ინვესტირებისთვის.

პირველი თქვენს ბიზნეს ახალ საფეხურებზე გადაიყვანს, ხოლო მეორე დაგეხმარებათ, რომ ეს ეფექტურად მოხდეს.

წარმატებები!

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co