ყველა ბიზნესის ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს იმ დიდ შეკითხვას, რომელიც თავიდან ტრივიალურადაც შეიძლება ჟღერდეს: რა სიხშირით უნდა გადავუხადოთ თანამშრომლებს ხელფასები? ამ კითხვაზე პასუხი არა მხოლოდ საქართველოს შრომის კოდექსის, არამედ პრაქტიკული მიზნების გამოცაა მნიშვნელოვანი.
ოთხი ფაქტორი სიხშირის დასადგენად
ხელფასის გადახდის პერიოდით ყველა რომ შეძლებისდაგვარად კმაყოფილი იყოს, ოთხი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ:
სიხშირის ყველა ვარიანტი კრიტერიუმების მიხედვით
ახლა განვიხილოთ პირველი კრიტერიუმი, ანუ თანამშრომლების პრეფერენცია სხვადასხვა პერიოდით ხელფასის გადარიცხვის დროს. შემდეგ კი მეორე და მესამე კრიტერიუმებს გავარჩევთ. (შრომის კოდექსს აღარ ვახსენებთ, რადგან თითოეული პერიოდი, რომელსაც გავარჩევთ, კოდექსით დაშვებულია).
პირველ რიგში ვისაუბროთ თანამშრომლების პრეფერენციაზე. ის ადამიანის შემოსავლების მიხედვით იცვლება. მაგალითად, თუ დასაქმებული საათობრივად მუშაობს და დაბალი ხელფასი აქვს, ხშირად, მას ურჩევნია, რომ ხელფასებს შორის მინიმალური პერიოდი იყოს. ანუ, მათთვის უკეთესია, თუ ხელფასს ყოველი დღის ან კვირის ბოლოს აიღებენ, რადგან ერთთვიანი/ორკვირიანი ლოდინი დაბალ ხელფასზე მომუშავე ადამიანებს ფინანსურ პრობლემებს შეიძლება უქმნიდეს ან უუარესებდეს.
თუმცა, სხვა თანამშრომლებისთვის ეს ალტერნატივა, სავარაუდოდ, სასურველი არაა და მათ უმეტესად ურჩევნიათ თვეში ორჯერ ან ორ კვირაში ერთხელ აიღონ ხელფასი, რათა მთელი ხელფასი ყოველდღიურად, ნელ-ნელა, არ „გაანიავონ“.
ორ კვირაში ერთხელ ჩარიცხული ხელფასი ბევრგან ყველაზე სასურველი ვარიანტია, მაგალითად, აშშ-ში დასაქმებულების უმეტესობას ასე უხდიან. საქართველოს სიტუაცია, ალბათ, ცოტა სხვანაირადაა. რაც უფრო დიდია ხელფასი, მით მეტია შანსი, რომ ადამიანს თვეში ერთხელ უნდოდეს ხელფასის აღება და არა ორ კვირაში ერთხელ. თუმცა, ამ ორიდან არცერთია აშკარად გამორჩეული ალტერნატივა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა ანიჭებს უპირატესობას.
„თვეში ორჯერ“ და „ორ კვირაში ერთხელ“ სინონიმები არაა. ორ კვირაში ერთხელ ხელფასის ჩარიცხვის დროს ხელფასი განსაზღვრულ დღეს ირიცხება (მაგალითად, ყოველ მეორე პარასკევს). ხოლო თვეში ორჯერ როცა ირიცხება ხელფასი, მაშინ განსაზღვრული უკვე თარიღებია (მაგალითად, ყოველი თვის 15 და 30 რიცხვები).
გარდა ამისა, ორ კვირაში ერთხელ ანაზღაურების აღების დროს დასაქმებულებს წელიწადში ხელფასის 26 დღე აქვთ (365/14≈26). რაც ნიშნავს, რომ ძირითადად, თვეში ორჯერ იღებენ ხელფასს, მაგრამ ორი თვე აქვთ ისეთი, როდესაც ხელფასის აღება სამჯერ უწევთ. ეს „ბონუს“ თვეები დასაქმებულებს ძალიან უყვართ, ბუღალტრებს – ნაკლებად, რადგან აღრიცხვის მიზნებისთვის აუცილებელია სახელფასო ხარჯების შესაბამის თვეზე მიკუთვნება, რაც თვეში ორჯერ/ერთხელ გადახდის დროს პრობლემას არ ქმნის. თვეში სამჯერ ხელფასის გაცემის შემთხვევაში აუცილებლად იქნება ისეთი კვირა, რომლის ნაწილიც ერთ თვეშია, ნაწილი კი – მეორეში. ასეთ დროს ბუღალტერს გაცემული თანხის შესაბამისად გადანაწილება მოუწევს, რომ ხარჯები სწორად იყოს აღრიცხული. გარდა ამისა, ორ კვირაში ერთხელ ხელფასების გამოთვლა, თვეში ერთხელ/ორჯერ გამოთვლასთან შედარებით, უფრო დიდი დროის წამღებიცაა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ კრიტერიუმს, სიტუაცია ასეთია:
ყოველდღიური გადახდა
ყოველკვირეული გადახდა
ორ კვირაში ერთხელ გადახდა
თვეში ორჯერ გადახდა
თვეში ერთხელ გადახდა
რეალურად, არ არსებობს არჩევანი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. გადახდის პერიოდულობის არჩევის დროს თქვენ უბრალოდ უნდა სცადოთ გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმები და სხვადასხვა მხარეების ინტერესები დააბალანსოთ.