• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

რატომ შეიქმნა ელექტრონული დანიშნულებები და რა ბენეფიტები აქვს მას

რატომ შეიქმნა ელექტრონული დანიშნულებები და რა ბენეფიტები აქვს მას

ექიმების ნაწერი რომ რთულად იკითხება, ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია.

თუმცა, ყველამ შეიძლება ის არ იცოდეს, რომ ამ რთულად წასაკითხ კალიგრაფიას ხანდახან სავალალო შედეგები მოჰყვება.

წარმოიდგინეთ, ექიმმა დაგინიშნათ რაღაც წამალი, რეცეპტი აფთიაქში მიიტანეთ, მათ კი არასწორად ამოიკითხეს ზედ რა ეწერა და, დანიშნულის მაგივრად, სხვა მედიკამენტი მოგცეს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელექტრონული დანიშნულებები შეიქმნა, სწორედ ასეთი შემთხვევების სიმრავლე იყო.

ელექტრონული დანიშნულებები დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა და ის აფთიაქებს პაციენტის დანიშნულების ციფრული სახით მიღების საშუალებას აძლევდა. ამ ტექნოლოგიამ მსგავსი შეცდომების რისკი ნულამდე დაიყვანა.

ელექტრონული დანიშნულება ხანდახან დამოუკიდებელი სისტემაა, უმეტესად კი ელექტრონულ სამედიცინო სისტემასთანაა (EMR) ინტეგრირებული.

სამედიცინო სერვისების ბევრი პროვაიდერი ინტეგრაციას EMR-ში თავმყორილი მონაცემების გამო ირჩევს (მაგ: პაციენტის კლინიკური ინფორმაცია, ლაბორატორიული მიმართვები, პათოლოგიის შედეგები და ა.შ). როდესაც ელექტრონული დანიშნულებები EMR-ის ნაწილია, ექიმებისთვის უფრო მოსახერხებელია პაციენტზე სრული ინფორმაციის ნახვა და უფრო ეფექტური, სწორი მკურნალობა.

საქართველო ელექტრონული რეცეპტების სისტემაზე 2016 წელს გადავიდა. ცვლილების ერთ-ერთი არგუმენტი აქაც პაციენტების უსაფრთხო მკურნალობის დონის გაზრდა იყო, კალიგრაფიით გამოწვეული შეცდომების გაქრობით.


ჩამოვთვალოთ ელექტრონული დანიშნულებების რამდენიმე მთავარი ბენეფიტი:

 

სამედიცინო შეცდომების შემცირება

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, აფთიაქები ხშირად არასწორ მედიკამენტებს აძლევენ პაციენტებს, იმის გამო რომ არასწორად წაიკითხეს ექიმის ხელნაწერი. ასეთი შეცდომებს ხანდახან სერიოზული ზიანი, ზოგჯერ კი ადამიანის გარდაცვალებასაც კი მოჰყვება.

ბუნებრივია, როდესაც დანიშნულება ელექტრონულია, დასახელების არასწორად წაკითხვით გამოწვეული შეცდომები აღარ არსებობს.

 

მედიკამენტებთან დაკავშირებული პროცესების ასწრაფება

ხელით დაწერილი რეცეპტების გამოყენების დროს არსებობს რისკი, რომ მედიკამენტების ისტორია დაიკარგება. ხოლო ელექტრონული დანიშნულებები უზრუნველყოფს, რომ პაციენტის მედიკამენტების ისტორია სწრაფად ნახონ ექიმებმა, თანაც, დარწმუნებული იყვნენ, რომ მასში ინფორმაციული დანაკარგები არაა. სისტემის მეხსიერებაში თითოეული მედიკამენტი ინახება, ეს კი, ბუნებრივია, პროცესებს ასწრაფებს.

 

ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება

ელექტრონული დანიშნულებები ექიმებს სრული სურათის დანახვაში ეხმარება და ამარტივებს ალერგიებისა და წინა მედიკამენტების გათვალისწინებას. ელ. დანიშნულებებს შეუძლია სამედიცინო პერსონალი იმ გვერდით მოვლენებზე გააფრთხილოს, რომელიც ახალ მედიკამენტს შეიძლება მოჰყვეს. მომენტალური შეტყობინებები ექიმებს საშუალებას აძლევს დანიშნონ ალტერნატიული წამალი და, ზოგადადაც, მიიღონ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები.


გარდა ჩამოთვლილისა, ელექტრონულ დანიშნულებებს ბევრი სხვა ბენეფიტიც აქვს. მაგალითად, საქართველოში მათი დანერგვის დროს შემდეგი არგუმენტები გაჟღერდა:

  • პაციენტების კომფორტის გაზრდა;
  • ექიმის დროის დაზოგვა და კომფორტის გაზრდა;
  • ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესება, რადგან ექიმს შეუძლია დააკვირდეს იღებს თუ არა პაციენტი მის დანიშნულებას;
  • მედიკამენტთა მოხმარების აღრიცხვიანობის ზრდა;
  • ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, იმ ექიმების კონტროლით, რომლებიც ზომაზე მეტ მედიკამენტს უნიშნავენ პაციენტს.
გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co