• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

რატომ ვაბაკო HIS-ი?

რატომ ვაბაკო HIS-ი?

ვაბაკოს ბლოგზე უკვე დიდი ხანია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე (HIS) გიყვებით. მისი ბენეფიტებიც, ვეცადეთ, ბევრი სხვადასხვა კუთხიდან დაგვენახებინა.

ჩვენ მოყოლილი გვაქვს რა ფუნქციონალისგან შედგება HIS-ი, რატომ უნდა დანერგონ კლინიკებმა ის, რა სარგებელი მოაქვს მას სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.

ასევე ვისაუბრეთ ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციაზე და ავხსენით როგორ HIS-ს ითხოვს ის. ვუპასუხეთ კითხვებს, როგორებიცაა: „შეუძლია HIS-ს კლინიკის ხარჯების შემცირება?”, „როგორ უნდა დავნერგოთ ეს სისტემა, რომ გარანტირებული იყოს მისი წარმატება და მიმღებლობა?“ და ა.შ.

მოკლედ, გვგონია, რომ ასე თუ ისე, გაგაცანით სფერო. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, უკვე დროა ვაბაკოს მიერ შექმნილ სამედიცინო სისტემაზეც მოგიყვეთ ძალიან მოკლედ.

 

ამ პოსტში პროდუქტის დეტალურ აღწერას ვერ წაიკითხავთ. თუმცა, თუ ეს ინფორმაციაა, რაც ამ ეტაპზე გაინტერესებთ, მას ვაბაკო HIS-ის გვერდზე ნახავთ.

ეს პოსტი არ ეხება ყველას. ის ეხება ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ კლინიკაში სამედიცინო სისტემის დანერგვის აუცილებლობა უკვე ნათლად დაინახეს. ახლა კი ინტერნეტში საუკეთესო მათგანზე "შოპინგობენ".

სწორედ ამიტომ, პოსტით, ამ ადამიანების მთავარ კითხვას გვინდა გავცეთ პასუხი.

 


მაშ ასე,

რატომ ვაბაკო?

  • იმიტომ, რომ ის შექმნილია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. არის სწრაფი, უსაფრთხო და მასშტაბირებადი.
  • იმიტომ, რომ მისი ფუნქციონალი როგორც ქართულ რეალობას, ისე – საუკეთესო დასავლურ პრაქტიკებს ითვალისწინებს.
  • იმიტომ, რომ სერვერული აპარატურის შეძენა არ დაგჭირდებათ იმისთვის, რომ პროდუქტით სარგებლობა შეძლოთ.
  • იმიტომ, რომ არის Web-Based, ანუ თანამშრომლები ნებისმიერი ადგილიდან შეძლებენ სისტემაში მუშაობას.
  • იმიტომ, რომ პროდუქტი მუდმივად ვითარდება და ყველა კლინიკა განახლებებს დამატებითი საფასურის გარეშე იღებს.
  • იმიტომ, რომ შეძლებთ პაციენტებისათვის თვისობრივად განსხვავებული, უკეთესი მომსახურების შეთავაზებას, რადგან თქვენი კლინიკური პროცესები გახდება სრულად ციფრული, სწრაფი და სტანდარტიზებული.
  • იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, როგორი მნიშვნელოვანია სისტემა მარტივად იყოს გამოყენებადი და ამას ყველა მოდულში ვითვალისწინებთ. შესაბამისად, სისტემის ნებისმიერი მომხმარებლისთვის, მასში ოპერირება მარტივია.
  • იმიტომ, რომ გვაქვს მხარდაჭერის საუკეთესო გუნდი და ისინი ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ.
  • იმიტომ, რომ ამ სფეროს არ ვუყურებთ ვიწროდ, ჩვენ ჯანდაცვის ერთიან ციფრულ პლატფორმას ვქმნით.

 

და, ბოლოს, საქართველოს მასშტაბით, ვაბაკოს ელექტრონული სამედიცინო სისტემით 60-ზე მეტი კლინიკა სარგებლობს. მათგან არცერთს გასჩენია სურვილი, ვაბაკო HIS-ი სხვა, მისი კონკურენტი პროდუქტით ჩაენაცვლებინა.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co