• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

რატომ ვერ ინერგება EHR-ი ხუთიდან ერთ შემთხვევაში

რატომ ვერ ინერგება EHR-ი ხუთიდან ერთ შემთხვევაში

ელექტრონული სამედიცინო სისტემის (EHR) დანერგვა ხუთიდან ერთ შემთხვევაში წარუმატებელია.

ეს რიცხვი მაშინ გამოთვალეს, როდესაც სისტემები, თანამედროვე EHR-ებთან შედარებით, ნაკლებად იყო მომხმარებელზე მორგებული.

თუმცა, ბევრი სხვა მიზეზი, რაც მას განაპირობებდა, დღემდე რელევანტურია.

სამედიცინო სისტემები 1972 წლიდან არსებობს.

თითქოს, ყველანაირი ინფორმაციაა დაგროვილი იმისთვის, რომ ეს შეცდომები აღარ მოხდეს, მაგრამ მაინც ხდება.

რა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამას?

ამ პოსტით ჩვენი მიზანია წინაპრების შეცდომებზე სწავლის საშუალება მოგცეთ.

ამისთვის, ქვემოთ გთავაზობთ EHR-ის დანერგვის დროს დაშვებულ ხუთ ყველაზე სახიფათო შეცდომას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ იმ 1/5-ში თქვენ არ მოხვდებით.

 

მიზნების არასწორად დასახვა


კლინიკები, სანამ რეალურად დანერგავენ ელექტრონულ სამედიცინო სისტემას, უნდა დაფიქრდნენ და ჩამოაყალიბონ მიზნები, რისი მიღწევაც EHR-ით სურთ.

თქვენი მიზანი შეიძლება ჯანმრთელობის ჩანაწერების გაციფრულება, პაციენტების მკურნალობის გაუმჯობესება ან შემოსავლების 20%-ით გაზრდა იყოს, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

მთავარია, რომ ეს მიზნები და მოლოდინები რეალისტური და გაზომილი იყოს.

აუცილებელია გამოთვალოთ ROI, ანუ ამონაგები ინვესტიციაზე. ეს რიცხვი წინასწარ ვარაუდს გაჩვენებთ, პროცენტულად რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ელექტრონულმა სამედიცინო სისტემამ.

ROI-ს გამოსათვლელად სისტემის ღირებულებისა და მოსალოდნელი სარგებლის გამოთვლა დაგჭირდებათ.

გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად გრძელ ვადაზე, მაგალითად, 5 წელიწადზე უნდა გამოთვალოთ.

 

თანამშრომლებს არ უნდათ მისი გამოყენება


EHR-ის დანერგვაში IT დეპარტამენტი დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მათი მისაღები არაა.

სამედიცინო სისტემას სხვადასხვა პროფილის თანამშრომლები გამოიყენებენ და აუცილებელია ამ ამბავში ყველა იყოს ჩართული.

ვინაიდან ყველა ადამიანს არ უყვარს ცვლილება, EHR-ის წარმატებით დასანერგად ჩემპიონი ექიმების ჩართულობა დაგჭირდებათ.

ჩემპიონი ექიმები ის ლიდერები არიან, რომლებიც კლინიკაში სასიკეთო ცვლილებებს უჭერენ მხარს.

ისინი დანერგვის დადებით მხარეებს გამოკვეთენ და თანამშრომლებს შორის კონსენსუსს მიაღწევენ.

 

განსხვავებული სამუშაო პროცესების გაუთვალისწინებლობა


არც ერთი კლინიკა არაა ზუსტად მეორე კლინიკისნაირი.

ამიტომ, ლოგიკურია, რომ სამედიცინო ტექნოლოგიის დანერგვა თითოეული კლინიკის დამახასიათებელი სამუშაო პროცესების გათვალისწინებით ხდებოდეს.

მისი დანერგვის დროს, ექიმებს არ უნდა უწევდეთ სრულად ახალი რამის შესწავლა და სამუშაო პროცესების აბსოლუტურად შეცვლა.

სისტემაში სწრაფად და უკეთესად მუშაობას ექიმები მხოლოდ მაშინ შეძლებენ, თუ EHR-ში მათი მუშაობის სტილი იქნება გათვალისწინებული.

 

ტრენინგის გარეშე დანერგვა


ბუნებრივია, რომ ზოგი ექიმისთვის ადვილია ახალი ტექნოლოგიის ათვისება, ზოგისთვის კი – რთული.

როდესაც სისტემის ათვისება დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული, ექიმები ხანდახან უკან იხევენ ან უარს ამბობენ სისტემის გამოყენებაზე.

ასეთი შემთხვევისთვის თავის ასარიდებლად, სამედიცინო სისტემის უშუალოდ გაშვებამდე, აუცილებელია თანამშრომლებს ტრენინგები ჰქონდეთ ჩატარებული, რათა მათ სისტემის გამოყენება დამოუკიდებლად, შიშის გარეშე შეძლონ.

 

დანერგვის შემდგომი მხარდაჭერის ნაკლებობა


სამედიცინო სისტემის დანერგვა დასასრული არაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი გაშვების შემდეგ, კლინიკებს EHR-ის მომწოდებლისგან მხარდაჭერა ჰქონდეთ.

მათ უნდა შეეძლოთ დასვან კითხვები და გამოასწორონ დაშვებული შეცდომები: ხანდახან ტრენინგები საკმარისი არაა, რომ სისტემის მომხმარებელმა ყველაფერი გაიგოს, უშუალოდ მუშაობა კიდევ ცალკე საკითხია.

 

მთავარია გვახსოვდეს, რომ ახალი სისტემის დანერგვა არასდროსაა მარტივი პროცესი, მაგრამ არც ისაა აუცილებელი, რომ ძალიან გართულდეს საქმე.

სწორად დაგეგმვის დროს, ელექტრონულ სამედიცინო სისტემაზე გადასვლა წარმატებულად, დიდი ძალისხმევის გარეშე მოხდება.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co