• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

როგორ დავანახოთ დირექტორს HR პროგრამის საჭიროება

როგორ დავანახოთ დირექტორს HR პროგრამის საჭიროება

თქვენ ახლა ვაბაკოს ბლოგზე იმყოფებით და, ალბათ, საფუძვლიანია ეჭვი, რომ ჩვენზე რამე მაინც გსმენიათ. თუ არ გსმენიათ, არც ესაა პრობლემა.

ორი სიტყვით რომ ავხსნათ, ვაბაკო პროგრამული პროდუქტების კომპანიაა.

ჩვენი ერთ-ერთი პროდუქტი HRMS-ი, ანუ ადამიანური რესურსების მართვის სისტემაა. ის პერსონალის ეფექტურად სამართავად და ყოველდღიური HR პროცესების გასამარტივებლად შექმნილი კომპლექსური გადაწყვეტაა.

ჩვენი მიზანი, ბუნებრივია, მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის ყოლაა.

ამ მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლის მოპოვების პროცესში, უამრავი კომპანიის ეიჩარს, დირექტორსა და ფინანსურ მენეჯერს შევხვდით.

პრობლემა ხშირ შემთხვევაში ერთია: ეიჩარებმა იციან, რომ HRMS-ი სჭირდებათ, მაგრამ კომპანიის დირექტორისა და ფინანსური მენეჯერის დარწმუნება უჭირთ.

ეიჩარმა იცის სისტემის ბენეფიტები; აანალიზებს, რომ ის ყოველდღიურ პროცესებს მოაწესრიგებს, დროს დაზოგავს და შეცდომებსაც საგრძნობლად შეამცირებს, მაგრამ დირექტორის გადმოსახედიდან, სურათი სხვაგვარად გამოიყურება.

კომპანიაში რამდენიმე ეიჩარია, დირექტორი ხედავს, რომ „საქმე კეთდება“.

მეტი რა უნდა?

ამ პოსტით ამ კითხვას გვინდა გავცეთ პასუხი.

ამისთვის, გთავაზობთ ოთხ რჩევას HRMS-ში ინვესტირების აუცილებლობაზე სასაუბროდ.


ისაუბრეთ მხოლოდ ფუნდამენტურ პრობლემებზე
 

როგორც ვახსენეთ, ეიჩარებმა სისტემის დანერგვის ბენეფიტები იციან. პრობლემა ისაა, რომ დირექტორებს ეს შეიძლება არ ჰქონდეთ აღქმული. ამის გამო, ეს ბენეფიტები დეტალურად აღწერილი და ხელშესახები უნდა იყოს.

როდესაც გადაწყვეტთ, დირექტორს სოფტის დანერგვაზე ესაუბროთ, ჯობს, დეპარტამენტის ყველა პრობლემა არ წარუდგინოთ. მათ კარგად იციან, რომ აბსოლუტურად ყველა პრობლემას ვერცერთი სისტემა ვერ მოაგვარებს.

ამიტომ, აიღეთ რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომელსაც სოფტი გადაჭრის. ეს პრობლემები აუცილებლად მტკივნეული და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. არ გაამახვილოთ ყურადღება წვრილმანებზე.

მაგალითად, ასეთები შეიძლება იყოს:

  • ქაღალდზე წარმოებულ დოკუმენტებში ინფორმაციის მოძიების სირთულე;
  • HR პროცესების კანონთან შესაბამისობის კონტროლის სირთულე;
  • ხელფასების არასწორად, მაგალითად, წასული თანამშრომლებისთვის გადახდა;
  • მენეჯერული და მკაცრი აღრიცხვის რეპორტების უზუსტობა.

არ მოგერიდოთ შეცდომებზე საუბრის
 

როდესაც ეიჩარები ხელით მუშაობენ, ადამიანური შეცდომების დაშვების დიდი რისკი არსებობს. აუცილებელია, რომ ეიჩარის დეპარტამენტმა ამ შეცდომების არსებობა აღიაროს და გაიაზროს, რომ უშეცდომო არავინაა.

არ უნდა შეგეშინდეთ, რომ შეცდომების აღირებით არაპროფესიონალი გამოჩნდებით. ეს შეცდომები რომ არსებობს, ცხადია, დირექტორებმაც იციან და მათი აღიარებით თანამშრომელი უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს.

HRMS-ი სწორედ იმ დაშვებით შეიქმნა, რომ ადამიანისთვის ბევრი თანამშრომლის მართვა რთულია და მას დამხმარე ინსტრუმენტები ესაჭიროება.

ხანდახან ისეც ხდება, რომ გადაწყვეტილების მიმღებები აცნობერებენ ეიჩარულ პრობლემებს, მაგრამ არ არიან დარწმუნებული, რომ ახალი ტექნოლოგია რამეს გამოასწორებს. ამ (და ყველა სხვა) დროს, რიცხვებით საუბარია აუცილებელი.


აჩვენეთ რიცხვებით
 

კომპანიაში ინვესტიციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რამდენად ფინანსურად მომგებიანია ის.

თუმცა, მხოლოდ იმის ხსენება, რომ სისტემა „ფულის დაზოგვაში დაეხმარებათ“, მხოლოდ დასაწყისია.

აუცილებელია გამოთვალოთ რა ზარალი ადგება კომპანიას პრობლემების მოუგავრებლობით და რამდენი დაიზოგება საბოლოო ჯამში, სოფტის დანერგვის შემთხვევაში.

თუ არ ისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენ ხარჯს დააზოგინებს კომპანიას სოფტი, დირექტორები მას აუცილებლად დამატებით ხარჯად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებაც ძალიან გაჭირდება.

პრობლემების სწორად დასმისა და შესაბამისი ეიჩარ სისტემის დანერგვის დროს, ორგანიზაციებს ასეულობით ათასი ლარის დაზოგვა შეუძლიათ, როგორც კადრებთან ისე – ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც დირექტორს უნდა წარუდგინოთ, ROI-ა (ამონაგები ინვესტიციაზე). ეს რიცხვი წინასწარ ვარაუდს გვაჩვენებს, პროცენტულად რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ინვესტიციამ.

ROI-ს გამოსათვლელად სოფტის ღირებულებისა და მოსალოდნელი სარგებლის გამოთვლა დაგჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად გრძელ ვადაზე, მაგალითად, 5 წელიწადზე უნდა გამოთვალოთ.

ამ ყველაფრის გამოთვლა დიდი სიზუსტითაა აუცილებელი. ამისთვის, სავარაუდოდ, ფინანსისტის დახმარება დაგჭირდებათ.


წინასწარ ამოარჩიეთ სასურველი HRMS-ი
 

დირექტორები ინვესტიციას ისეთ პროდუქტში დებენ, რომელიც მათ ფულს აზოგინებს/აკეთებინებს, რისკებს უმცირებს, ან – გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს ემსახურება.

ამიტომ, აუცილებელია, რომ HRMS-ზე „შოპინგზე“ წინასწარ წახვიდეთ და დირექტორს პირდაპირ ისეთი სისტემა შესთავაზოთ, რომელში ინვესტიციაც გრძელვადიანია.

წარმატებები!

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co