• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

როგორ იყენებენ ექთნები ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებს

როგორ იყენებენ ექთნები ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემებს

საინფორმაციო ტექნოლოგიას, მათ შორის, ელექტრონულ სამედიცინო სისტემას (EHR), ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

თუმცა, ამ ტექნოლოგიებს ზოგი მაინც აკრიტიკებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ელექტრონული სისტემა მკურნალობის პროცესს ნაკლებად პერსონალურს ხდის, და რომ ის პაციენტისა და მკურნალის ურთიერთობას მონაცემებითა და ალგორითმებით ანაცვლებს.

კრიტიკის მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ ელექტრონული სამედიცინო სისტემა საგრძნობლად აუმჯობესებს მკურნალობას, და რომ ექთნები, რომლებიც მას იყენებენ, არა მხოლოდ უკეთ უვლიან პაციენტებს, არამედ – უფრო პროდუქტიულებიც არიან.

ქვემოთ მოგიყვებით, კონკრეტულად როგორ ეხმარება EHR-ი ექთნებს.

 

ფურცელზე მუშაობით გამოწვეული შეცდომები

პაციენტის უსაფრთხოება ყველა კლინიკის უპირველესი საზრუნავია.

თუმცა, ყველა კლინიკაში არსებობს შეცდომების რისკი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც პერსონალი ფურცელზე მუშაობს.

მაგალითად, შეცდომა შეიძლება კალიგრაფიამ გამოიწვიოს: ზოგიერთი წამალი დასახელებით სხვა წამალს ჰგავს. ამის გამო, ხანდახან ექთანი უბრალოდ შეცდომით კითხულობს ნაწერს და, დანიშნულის მაგივრად, პაციენტს სხვა მედიკამენტს უკეთებს.

წაკითხვა შეუძლებელი იმიტომაც შეიძლება გახდეს, რომ ფურცელი, რომელზეც სამედიცინო პერსონალი მუშაობს, დაზიანებულია.

ელექტრონულად მუშაობის დროს, ბუნებრივია, ეს შეცდომები აღარ არსებობს.

 

მედიკამენტების კონტროლი


მნიშვნელოვანი საკითხია მედიკამენტების ერთმანეთთან ურთიერთქმედებაც. ელექტრონულ სამედიცინო სისტემას შეუძლია პერსონალი ორი სხვადასხვა წამლის ურთიერთქმედების რისკზე გააფრთხილოს.

სისტემას ასევე შეუძლია, რომ ექთანს პაციენტის ალერგიის შესახებ ამცნობოს და შემცვლელის გამოყენება ურჩიოს.

EHR-ი არა მხოლოდ აფრთხილებს ექთანს შესაძლო შეცდომებზე, არამედ რაღაც ამოცანების გაავტომატურებასაც უზრუნველყოფს და ეს მისი პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, კლინიკის ხარჯებსაც ამცირებს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ექთნების უმრავლესობა ამტკიცებს, რომ როდესაც ისინი EHR-ში მუშაობენ, ნაკლები პრობლემა წარმოიშობა და შეცდომასაც ნაკლებს უშვებენ.

 
კომუნიკაცია

ექთანი პაციენტების მკურნალობის პროცესის კოორდინირების დროს იყენებს ინფორმაციას, რომელიც ექიმმა, თერაპევტმა და ადმინისტრაციამ მიაწოდა.

ამ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე, პაციენტის მკურნალობის პროცესი შეუძლებელი იქნებოდა. ელექტრონული სისტემა ამ ინფორმაციის კოორდინირებას აუმჯობესებს და ექთანს საშუალებას აძლევს ყველა იმ მონაცემზე ჰქონდეს წვდომა, რომელიც შეიძლება დასჭირდეს.

მაგალითად, კომუნიკაციას საგრძნობლად აუმჯობესებს EHR-ის ერთ-ერთი მოდული, ელექტრონული მიმართვები და დანიშნულებები. მისი დახმარებით, სამედიცინო პერსონალს სხვადასხვა სახის მიმართვებისა და დანიშნულებების ელექტრონულად შექმნა და შესრულება შეუძლია.

აღნიშნული, თავის მხრივ, საკმაოდ დიდი დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს ექთნებსა და ექიმებს. ის გამორიცხავს ჩავარდნებს სამედიცინო პერსონალს შორის კომუნიკაციაში, ინფორმაციის დაკარგვას, სხვადასხვა პროცედურების დუბლირებას და, საბოლოო ჯამში, კლინიკას პაციენტის მკურნალობის პროცესის გაუმჯობესებაში ეხმარება.

 
ინფორმირებულობა


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოდული ელექტრონული ბარათია, რომელზეც პაციენტის სამედიცინო ინფორმაციაა თავმოყრილი.

ელექტრონულ ბარათზე მონაცემები მუდმივად ახლდება პაციენტის სხვადასხვა ვიზიტების დროს შეყვანილი ინფორმაციის საფუძველზე. შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობის მუდმივად დაკვირვებითა და მუდმივად განახლებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co