• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

რომელ სამედიცინო დაწესებულებას, როდიდან და რომელი პაციენტისთვის ევალება EHR-ის წარმოება

რომელ სამედიცინო დაწესებულებას, როდიდან და რომელი პაციენტისთვის ევალება EHR-ის წარმოება

2019 წლის 15 იანვარს, სახელმწიფომ ეტაპობრივად დაიწყო ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების წარმოების მოთხოვნა. სამედიცინო დაწესებულებებს მოუწევთ, რომ მათი პაციენტების ჯანმრთელობის ინფორმაცია EHR-ში*, ანუ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში გადასცენ.

*თუ გსურთ გაიხსენოთ რა არის EHR-ი, გირჩევთ, ჯერ წინა პოსტი წაიკითხოთ და შემდეგ მოუბრუნდით ამას.

დავით სერგეენკოს ეს ბრძანება, რომელიც EHR-ის ფუნქციონირებისა და წარმოების წესს განსაზღვრავს, ელექტრონული სისტემის ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, ის სტაციონარებს ავალდებულებს, ამბულატორიები სექტემბრამდე თავისუფალი არიან.

აღსანიშნავია, რომ 15 აპრილამდე EHR-ში მონაცემების გადაცემა საპილოტე რეჟიმში იფუნქციონირებს და, შესაბამისად, ამ პერიოდში არ მოხდება სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლი, სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები.

ქვემოთ გთავაზობთ პასუხს კითხვაზე „რომელ სამედიცინო დაწესებულებას, როდიდან და რომელი პაციენტისთვის ევალება EHR-ის წარმოება“.

 


2019 წელი, 15 იანვარი

➜ ვის: სტაციონარებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

➜ რა: სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.

➜ როდის: პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღეში.


2019 წელი, 1 მაისი

➜ ვის: ყველა სტაციონარს.

➜ რა: სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.

➜ როდის: პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღეში.


2019 წელი, 1 სექტემბერი

➜ ვის: ყველა ამბულატორიას.

➜ რა: სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.

➜ როდის: ვიზიტის დასრულებიდან 1 სამუშაო დღეში.


2020 წელი, 1 იანვარი

➜ ვის: ყველა სტაციონარსა და ამბულატორიას*.

➜ რა: ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.

➜ როდის: სტაციონარულ შემთხვევებში – პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღეში, ამბულატორიულ შემთხვევებში – ვიზიტის დასრულებიდან 1 სამუშაო დღეში.

*გამონაკლისია მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური მომსახურებები ამბულატორიასა და დღის სტაციონარში.

 

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co