• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

საპენსიო შენატანების კალკულატორი

საპენსიო შენატანების კალკულატორი

ამ ბმულიდან შეგიძლიათ გადმოწეროთ ექსელის ფაილი, რომლის დახმარებითაც უპრობლემოდ გამოთვლით ნებისმიერი თანამშრომლის საპენსიო შენატანს, საშემოსავლო გადასახადს და ხელზე ასაღებ თანხას.

ფაილის შევსება საკმაოდ ინტუიციურია, მაგრამ ამ პოსტში მაინც დეტალურად ავხსნით წესებს, რათა არანაირი გაუგებრობა არ დარჩეს.

 

პირველი რიცხვითი ველი არის თანხა. აქ შეავსებთ სახელფასო კომპონენტებს. ჩვენს მაგალითში, დასაქმებულის გროს ხელფასი არის 700 ლარი, გროს არაფულადი სარგებელი 63.78 ლარი და ნეტ -50 ლარი. მას ასევე აქვს ბონუსი, დარიცხული 100 ლარი და ჯარიმა -80 ლარი:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

ხელფასი გროს

700.00

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

ბონუსი გროს

100.00

ჯარიმა

-80.00

 

„თანხის“ სვეტში არსებული მონაცემებით, გამოითვლება საპენსიო შენატანი თითოეული სახელფასო კომპონენტისთვის. თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ ნეტ არაფულადი სარგებლისა და ჯარიმის გასწვრივ საპენსიო შენატანი 0.00 ლარი წერია. ეს იმიტომ, რომ არაფულადი სარგებლის საპენსიო შენატანი გროსიდან ითვლება და არა ნეტიდან, ჯარიმა კი ხელფასიდან აკლდება დასაქმებულს და, შესაბამისად, მისი 2% გროს ხელფასშია გათვალისწინებული:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

საპენსიო

ხელფასი გროს

700.00

14.00

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

1.28

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

0.00

ბონუსი გროს

100.00

2.00

ჯარიმა

-80.00

0.00

 

როგორც იცით, საშემოსავლო გადასახადი საპენსიო შენატანის 2%-ის გამოკლების შემდეგ გამოითვლება. ექსელში გაწერილი ფორმულით, პირველ რიგში, სახელფასო კომპონენტებს გამოაკლდებათ შესაბამისი საპენსიო შენატანები და შემდეგ გამოითვლება დარჩენილი თანხის 20%:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

საპენსიო

საშემოსავლო

ხელფასი გროს

700.00

14.00

137.20

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

1.28

12.50

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

0.00

0.00

ბონუსი გროს

100.00

2.00

19.60

ჯარიმა

-80.00

0.00

0.00

 

შესამაბისად, ხელზე ასაღები თანხის გამოსათვლელად, თითოეული სახელფასო კომპონენტის თანხას გამოაკლდება შესაბამისი საპენსიოსა და საშემოსავლოს თანხები:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

საპენსიო

საშემოსავლო

ხელზე ასაღები

ხელფასი გროს

700.00

14.00

137.20

548.80

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

1.28

12.50

50.00

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

0.00

0.00

-50.00

ბონუსი გროს

100.00

2.00

19.60

78.40

ჯარიმა

-80.00

0.00

0.00

-80.00

 

ხოლო იმის გასაგებად, თუ ჯამში რამდენი რჩება დასაქმებულს ხელზე, ის რიცხვები, რომლებიც სვეტში „ხელზე ასაღები“ არის ჩამოთვლილი, შეიკრიბება:

სახელფასო კომპონენტი

ხელზე ასაღები

სულ ხელზე ასაღები თანხა

ხელფასი გროს

548.80

547.20

არაფულადი სარგებელი გროს

50.00

 

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

 

ბონუსი გროს

78.40

 

ჯარიმა

-80.00

 

 

შემდეგ შეგიძლიათ გამოთვალოთ რამდენი იყო საშემოსავლო ყველა სახელფასო კომპონენტისთვის ჯამურად. ამისთვის სვეტში „საშემოსავლო“ ჩამოთვლილი თანხები შეიკრიბება:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

საშემოსავლო

სულ საშემოსავლო

ხელფასი გროს

700.00

137.20

169.30

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

12.50

 

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

0.00

 

ბონუსი გროს

100.00

19.60

 

ჯარიმა

-80.00

0.00

 

 

ასევე გამოთვლით საპენსიო შენატანს ჯამურად, ამისთვის შეიკრიბება სვეტში „საპენსიო“ ჩამოთვლილი თანხები. თანამშრომლისა და კომპანიის შენატანები, როგორც იცით, ერთი და იგივე თანხაა:

სახელფასო კომპონენტი თანხა საპენსიო საპენსიო თანამშრომლის საპენსიო კომპანიის
ხელფასი გროს 700.00 14.00 17.28 17.28
დაზღვევა გროს 63.78 1.28    
დაზღვევა ნეტ -50.00 0.00    
ბონუსი გროს 100.00 2.00    
ჯარიმა -80.00 0.00    

 

 

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული დასაქმებულები

 

ახლა კი განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც დასაქმებულს საშემოსავლო შეღავათი აქვს. სახელფასო კომპონენტებს დავტოვებთ იგივეს:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

ხელფასი გროს

700.00

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

ბონუსი გროს

100.00

ჯარიმა

-80.00

 

როგორც იცით, საპენსიო შენატანის განხორციელება საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ დასაქმებულებსაც უწევთ. აქ ხედავთ საპენსიო შენატანებს თითოეული სახელფასო კომპონენტისთვის:

სახელფასო კომპონენტი

თანხა

საპენსიო

ხელფასი გროს

700.00

14.00

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

1.28

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

0.00

ბონუსი გროს

100.00

2.00

ჯარიმა

-80.00

0.00

 

სრული საპენსიო შენატანის გამოსათვლელად, სვეტში „საპენსიო“ ჩამოთვლილი თანხები შეიკრიბება. დასაქმებულისა და კომპანიის საპენსიო შენატანები ვიცით, რომ ტოლია:

სახელფასო კომპონენტი თანხა საპენსიო საპენსიო თანამშრომლის საპენსიო კომპანიის
ხელფასი გროს 700.00 14.00 17.28 17.28
დაზღვევა გროს 63.78 1.28    
დაზღვევა ნეტ -50.00 0.00    
ბონუსი გროს 100.00 2.00    
ჯარიმა -80.00 0.00    

 

ახლა შეგიძლიათ გამოთვალოთ გროს შემოსავალი ჯამში, რათა გაიგოთ, საშემოსავლო შეღავათის ლიმიტში ჯდება დასაქმებული, თუ უნდა დაიბეგროს მისი ხელფასი. ამის გამოსათვლელად, შეიკრიბება სვეტში „თანხა“ არსებული მონაცემები. გახსოვდეთ, რომ შეკრებაში არ ითვალისწინებთ რიცხვებს, რომლებიც მინუსითაა: 

სახელფასო კომპონენტი

თანხა

ჯამში გროს შემოსავალი

ხელფასი გროს

700.00

863.78  

არაფულადი სარგებელი გროს

63.78

 

არაფულადი სარგებელი ნეტ

-50.00

 

ბონუსი გროს

100.00

 

ჯარიმა

-80.00

 

 

მიღებული რიცხვი უნდა შეადაროთ შეღავათის ლიმიტს. ჩვენს მაგალითში, შეღადავათის ლიმიტი 6,000 ლარია, რაც მეტია 863,78 ლარზე, შესაბამისად, დასაქმებულის ხელფასი არ დაიბეგრება:

შეღავათის ლიმიტი

ჯამში გროს შემოსავალი

საშემოსავლო

6,000.00

863.78

0.00

 

ახლა შეგიძლიათ დასაქმებულის ხელზე ასაღები თანხაც გამოთვალოთ, ამისთვის მის გროს შემოსავალს გამოაკლდება მისი წილი საპენსიო შენატანი:

ჯამში გროს შემოსავალი

საპენსიო თანამშრომლის

თანხა ხელზე

863.78

17.28

846.50

 

რაც შეეხებათ ისეთ დასაქმებულებს, რომლებიც საპენსიო სქემაში არ არიან გაწევრიანებული, მათ ხელფასს ისევ ისე დაითვლით, როგორც საპენსიო რეფორმამდე ითვლიდით.

 

თუ რამე გაუგებრობა დარჩა, გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ ან პირადად მოგვწეროთ, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ.

ხოლო თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტად ჩახლართულია და უფრო მარტივი გზის პოვნა გსურთ, ჩვენი პროგრამა ამაში მშვენივრად დაგეხმარებათ.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co