• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ბლოგი

შეუძლია თუ არა EHR-ს კლინიკის ხარჯების შემცირება

შეუძლია თუ არა EHR-ს კლინიკის ხარჯების შემცირება

რაც დრო გადის, ისეთი სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, რომლებიც ელექტრონულ სამედიცინო სისტემას (EHR) იყენებენ, იზრდება.

მარტივ და ყველაფრის მომცველ სისტემას მნიშვნელოვნად შეუძლია სამედიცინო პერსონალის დროის დაზოგვა, შეცდომების შემცირება და პაციენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

ჩამოთვლილი მახასიათებლები თავისთავად სასარგებლოა კლინიკებისთვის, მაგრამ მათ თან თანხის დაზოგვის ბენეფიტიც ახლავთ. ის კლინიკები, რომლებიც დახვეწილ EHR-ს იყენებენ, ფულს უაზროდ აღარ ფლანგავენ.

ეს ფაქტორი ხშირად პაციენტის ჯიბეზეც აისახება. მაგალითად, ერთ-ერთ ამერიკულ კვლევას თუ ვენდობით, იმ ჰოსპიტალში მკურნალობა, რომელიც სამედიცინო სისტემას იყენებს, პაციენტისთვის საშუალოდ 730 დოლარით (10%-ით) ნაკლები ჯდება.

მთავარი, რაც თანხის დაზოგვას განაპირობებს, პროცესების ეფექტურობაა; ის კვლევებში, დანიშნულებებსა და მარაგებშიც იზოგება.

 

სამედიცინო სისტემა დროს ზოგავს,
სამედიცინო დაწესებულება – ხარჯებს

 

EHR-ის გამოყენების დროს სამედიცინო პერსონალი უფრო სწრაფად, ეფექტურად და მარტივად მუშაობს. პაციენტის მონაცემებს ისინი მარტივად ნახულობენ კომპიუტერში, ტაბლეტსა თუ სმარტფონში. შედეგად კი იზოგება დრო, რაც ერთი ადგილიდან მეორეში მისვლას, ძებნას და უკან წამოღებას დასჭირდებოდა.

დაზოგილი დრო მათ ყოველდღიურად უფრო მეტი რამის მოსწრების ან, თუნდაც, სხვა როლების შეთავსების საშუალებას აძლევს. მაგალითად, თანამშრომელი, რომლის ფუნქციაც სამედიცინო ჩანაწერების დალაგება და განახლება იყო, შეძლებს სხვა პასუხისმგებლობებიც აიღოს თავის თავზე, ვინაიდან ამ ყველაფრის გაკეთებას EHR-ში მუშაობის დროს ბევრად ნაკლები დრო დასჭირდება.

 

შეცდომების შემცირებას მოგება მოაქვს

 

ელექტრონული სამედიცინო სისტემების ერთ-ერთი მთავარი ღირსება ინფორმაციის სისწორეა. მკურნალობის დროს, სამედიცინო დაწესებულების ყოველი თანამშრომელი ერთსა და იმავე ინფორმაციას იყენებს პაციენტზე. სისტემის მქონე კლინიკებში ყველა თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ უახლესი ინფორმაციით მოქმედებს, რადგან თითოეული ამატებს ინფორმაციას, რომელიც მას გააჩნია. ეს შეცდომების არიდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში.

ელექტრონულ სისტემებში კითხვაც უფრო ადვილი ხდება. ტექსტები ერთი და იმავე სტანდარტითაა დაწერილი და აღარ არსებობს არასწორად წაკითხვის რისკი, რაც ასე ხშირია სხვადასხვა კალიგრაფიის მქონე ადამიანების ნაწერების კითხვისას.

EHR-ის სტანდარტიზებული ბუნება ინფორმაციას უფრო დალაგებულსა და გასაგებს ხდის. მასში ყველა თანამშრომელი ერთი სტილით ავსებს ფორმებს, რაც მონაცემებს ადვილად აღსაქმელს ხდის და სამედიცინო დაწესებულებაზე ერთიანი სურათის შექმნაც ამ დროს უფრო მარტივია.

კლინიკის ყველა თანამშრომელმა, დაწყებული ექიმითა და დამთავრებული ტექნიკოსით, იცის, სად დაამატოს ახალი ინფორმაცია პაციენტზე, ან სად მოძებნოს საჭირო მონაცემი. შესაბამისად, რისკი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვინმეს გამორჩება, ბევრად მცირდება.

SOA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში სამედიცინო შეცდომების გამო ყოველწლიურად მილიარდობით დოლარი იკარგება. მაგალითად, მხოლოდ 2008 წელს ამის გამო 19 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

შეცდომების შემცირებით იზოგება პაციენტების ფულიც, რომლებსაც აღარ უწევთ არასწორი მკურნალობის გამოსწორებაში დამატებითი თანხების დახარჯვა.

 

ნაკლები საოფისე ნივთი = ნაკლები ხარჯი, მეტი სიმწვანე

 

ელექტრონული სამედიცინო სისტემა უზრუნველყოფს, რომ ნაკლები საოფისე ნივთი დასჭირდეს კლინიკას. ნაკლები ფურცლისა და კალმის გამოყენებით, არასამედიცინო მარაგებზე დახარჯული თანხა საგრძნობლად მცირდება. შედეგად, ის სივრცეც თავისუფლდება, რომლებსაც ეს ნივთები იკავებდნენ.

კარგი EHR-ი სამედიცინო ბილინგსა და ელექტრონულ დანიშნულებებსაც მოიცავს, რაც ქაღალდების საჭიროებასა და ხარჯებს კიდევ უფრო ამცირებს.

კლინიკების ფინანსური სარგებელი, ვფიქრობთ, ნათელია. მას თან კიდევ ერთი სარგებელი, გარემოს დაცვა ახლავს. კლინიკები, რომლებიც ნაკლებ ქაღალდს იყენებენ და პროცესებს აციფრულებენ, ნაკლებ ნაგავს წარმოქმნიან და ხეც ნაკლები იჭრება.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამედიცინო დაწესებულებებს ბევრი ბენეფიტი აქვთ, როდესაც ელექტრონულ სამედიცინო სისტემებზე გადადიან, ეს პაციენტების გამოცდილებაზეც აისახება.

გაყიდვები : +995 322 10 88 10
contact@vaba.co