• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

კომპანია

ჩვენ შესახებ

ვაბაკო 2013 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელიწადში მიაღწია მოწინავე პოზიციებს ქართული პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. ჩვენს პროდუქტებს იყენებენ საქართველოს უმსხვილესი საწარმოები თავიანთი ბიზნეს პროცესების უფრო მარტივად სამართავად. ჩვენ ვქმნით სისტემებს სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, ძირითად ფოკუსს წარმოადგენს ჯანდაცვა, საბანკო, საცალო და საავადმყოფო მომსახურებები. ვაბაკო მუდმივად ცდილობს დიდი მიზნების მიღწევას და შედეგად სწრაფად - 2017 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, წელიწადში საშუალოდ 175%-ით იზრდება.
ღირებულებები
საუკეთესო ხალხი
ჩვენს კომპანიას თანამშრომლები ამოძრავებენ და ჩვენი წარმატებაც მათზეა დამოკიდებული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ დავიქირაოთ და განვავითაროთ ადამიანები, რომლებიც რთული გამოწვევების დაძლევას შეძლებენ, ეს კი მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ.
კლიენტების წარმატება
ჩვენი უმთავრესი მიზანი მომხმარებლებისთვის ისეთი პროგრამული გადაწყვეტის შეთავაზებაა, რომელიც მათ ბიზნესს მოერგება. ეს მიზანი მიღწეული იქნება, თუ სისტემა მათ ფინანსურ ღირებულებასა და გრძელვადიან სტრატეგიულ წარმატებას მოუტანს.
ხარისხი
ხარისხი უმნიშვნელოვანესია და არ ვცნობთ კომპრომისებს. ხარისხი ნიშნავს ფართოდ ფუნქციონალურ, მარტივ, გასაგებ და დახვეწილ სისტემას, რომელიც უსაფრთხო, სტაბილური და სწრაფია. ეს რთული გამოწვევაა, მაგრამ ვცდილობთ ყოველდღიურად უფრო დავუახლოვდეთ სრულყოფილებას.
მომგებიანობა
ფინანსური ზრდის გარეშე, ვერავის მოვუტანთ წარმატებას. გრძელვადიანი სტაბილურობა საშუალებას გვაძლევს დავიქირაოთ საუკეთესო თანამშრომლები, ვიყოთ ინოვაციურები, შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტი და უზრუნველვყოთ მომხმარებლების წარმატება. 

მენეჯმენტის გუნდი

სოსო ფიფია
აღმასრულებელი დირექტორი
ოლია ფიოდოროვა
პროდუქტების განვითარების დირექტორი
ილია ესართია
ტექნიკური დირექტორი
რევაზ ლომიძე
კომერციული დირექტორი