• Home
  • Products
  • Company
  • Contact

Appointment Scheduling

ჯავშნის მოდული საშუალებას გაძლევთ შექმნათ ექიმების სამუშაო მონაცემები. აქ თქვენ  განსაზღვრავთ ექიმის სამუშაო გრაფიკს, მიუთითებთ მისი შესვენების დროსა და დასვენების დღეებს. ფუნქციებით შესაძლებელია მრავალგვარი, მოქნილი გრაფიკების შექმნა, მაგალითად, შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ექიმი ერთი კვირა დილის 9-დან 6-მდე, ხოლო მეორე კვირა – საღამოს 6-დან შუადღის 3 საათამდე მუშაობდეს, კვირის სხვადასხვა დღეს სხვადასხვა დროს ჰქონდეს შესვენება და ა.შ.

სისტემა ასევე გაძლევთ საშუალებას ყოველი ექიმისთვის წინასწარ განსაზღვროთ შემდეგი ინფორმაცია:

  • კლინიკა;
  • პოზიცია;
  • კაბინეტი;
  • ენების ცოდნა;
  • ვიზიტის ხანგრძლივობა;
  • რა ასაკის პაციენტებს იღებს;
  • ხსნის თუ არა ბიულეტინს;
  • ატარებს თუ არა კვლევებს.

კლინიკის რეგისტრატორი ამ მონაცემების გათვალისწინებით ჩაწერს პაციენტებს ექიმებთან მიღებაზე. განრიგი და სამუშაო მონაცემები ჯავშნის კალენდარზე აისახება, შესაბამისად, რეგისტრატორი შეძლებს ვიზიტები ამის მიხედვით დაჯავშნოს.