• Home
  • Products
  • Company
  • Contact

Medical Billing

რეგისტრატურის ფუნქციონალით შესაძლებელია კლინიკაში მოსული პაციენტების შესახებ ინფორმაციის მართვა. მაგალითად, ახალი პაციენტის შექმნა ან უკვე არსებულ პაციენტზე მონაცემების მოძიება/განახლება. შესაბამისი პროცესით, ყოველ პაციენტზე იქმნება სამედიცინო ბარათები, რომელთაც ენიჭება ნომერი და კატეგორია (მაგ: გადაუდებელი სტაციონარი, გეგმიური სტაციონარი, გადაუდებელი ამბულატორია, გეგმიური ამბულატორია).

სისტემაში არსებობს კაპიტაციის ბაზაც, სადაც დაათვალიერებთ და დაარედაქტირებთ თქვენს კლინიკებში დარეგისტრირებული ბენეფიციარების მონაცემებს. თქვენ შეძლებთ დაამატოთ ახალი ბენეფიციარი ან უკვე არსებული ბენეფიციარი წაშალოთ სიიდან.

სისტემა საშუალებას გაძლევთ ამობეჭდოთ სხვადასხვა დოკუმენტი, მაგალითად, ვალის აღიარების, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე პაციენტის ინფორმაციული თანხმობის, ხელშეკრულების და ა.შ. ამობეჭდვის შემდეგ, შეგიძლიათ, მაგალითად, ხელმოწერილი დოკუმენტი მიაბათ პაციენტზე ინფორმაციას.