სისტემაში შესაძლებელია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა, ცვლილებების ისტორიის შენახვა და კონტროლი. კერძოდ:
- მულტი ორგანიზაციული, ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნა. იგულისხმება სხვადასხვა იურიდიული ერთეულების (ორგანიზაციების) შექმნა და ყოველი მათგანისათვის ინდივიდუალური სტრუქტურის ჩამოყალიბება.
- კომპანიაში არსებული სტრუქტურული ერთეულების სახეობების განსაზღვრა (მაგალითად: ფილიალი, დეპარტამენტი, განყოფილება, ქვეგანყოფილება და ა.შ.) და კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების შექმნა, მათი სახეობების მითითებით.
- სტრუქტურული ერთეულების ურთიერთ დაქვემდებარებულობის განსაზღვრა. ორგანიზაციული ხის შექმნა.
- ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების ისტორიის შენახვა და ანალიზი. მაგალითად რომელიმე დეპარტამენტის გაუქმების შემთხვევაში იგი ქრება ორგანიზაციის მიმდინარე სტრუქტურიდან, თუმცა სისტემა ინახავს ინფორმაციას, რომ ეს დეპარტამენტი არსებობდა.
- სტრუქტურული ერთეულების ადგილმდებარეობების განსაზღვრა.
- სამუშაო პოზიციების შექმნა ისეთი პარამეტრების განსაზღვრით როგორიცაა: თანამდებობა, სპეციალობა, კლასი, მენეჯმენტის რგოლი, სამუშაო გრაფიკი, სახელფასო გრეიდი, საჭირო განაკვეთების რაოდენობა და სამუშაო ადგილი (კონკრეტული სტრუქტურული ერთეული).
- პოზიციების ურთიერთ დაქვემდებარებულობის განსაზღვრა.
- პოზიციებისათვის სხვადასხვა როლების მინიჭება ორგანიზაციაში (მაგალითად იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი შეიძლება იყოს შრომის ხელშეკრულებებზე კომპანიის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი).
- აწყობილი პოზიციების საფუძველზე, HR გეგმის (საშტატო განრიგის) ავტომატური გენერაცია
- საშტატო განრიგის მიხედვით შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა (მაგალითად თანამშრომლების რაოდენობაზე, ხელფასის ოდენობაზე და ა.შ.).