• Home
  • Products
  • Company
  • Contact

HRIS

  • დაქვემდებარებულის პროფილი - მენეჯერებს შეუძლიათ დაათვალიერონ თავისი ყოველი დაქვემდებარებულის პირადი პროფილი. პროფილზე თავმოყრილია ყველა ინფორმაცია თანამშრომლის შესახებ. აქვე მნიშვნელოვანია, რომ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მენეჯერებს შეუზღუდოთ წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე. მაგალითად თუ არ გსურთ, რომ მენეჯერმა შეძლოს თანამშრომლის სახელფასო ამონაწერის ნახვა.
  • სერვისისა და საკადრო ცვლილებების მოთხოვნა - მენეჯერებს, ჩვეულებრივი თანამშრომლების მსგავსად შეუძლიათ მოითხოვონ შვებულება, მივლინება და ა.შ. საკუთარი თავისათვის. გარდა ამისა, სისტემაში, მენეჯერებისათვის არსებობს მოთხოვნის დამატებითი სახეობები. ესენია: თანამშრომლის დაჯილდოვება, დისციპლინარული სანქცია, ახალი თანამშრომლის მოთხოვნა, თანამშრომლის გადაყვანის მოთხოვნა და თანამშრომლისათვის ხელფასის ცვლილების მოთხოვნა.
  • სხვადასხვა მოთხოვნების ვიზირება - მენეჯერებს ასევე შეუძლიათ სხვადასხვა მოთხოვნების ვიზირებაში მიიღონ მონაწილეობა. როგორც აღვნიშნეთ ვიზირების პროცესის თანმიმდევრულობას და მათში მონაწილე მენეჯერებს თქვენ თავად განსაზღვრავთ. შესაბამისად ყოველი მენეჯერი მიიღებს ვიზირების მოთხოვნას თქვენს მიერ განსაზღვრული პროცესით. მაგალითად თუ თანამშრომლის მიერ გაფორმებული შვებულების მოთხოვნა უნდა დაადასტუროს ჯერ მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, ხოლო შემდეგ HR-მა, კონკრეტული მენეჯერი პორტალზე მიიღებს შეტყობინებას, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის შვებულების მოთხოვნა განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე შეტყობინებიდან მენეჯერი შეძლებს, რომ ერთი კლიკით დაადასტუროს, ან უარყოს მოთხოვნა.
  • დაქვემდებარებულთა დროის მართვა - როგორც 2.1.6 პუნქტში აღვწერეთ, Vabaco HR-ს აქვს დაშვების სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციისა და მათ მიერ მოგროვილი მონაცემების დამუშავების მექანიზმი. პორტალის გამოყენებით მენეჯერებს თავად შეუძლიათ აღნიშნული მონაცემების იმ ნაწილის დამუშავება, რომელიც მათ დაქვემდებარებულებს ეხება. მაგალითად მენეჯერს ძალიან მარტივად შეუძლია განსაზღვროს საპატიოა თუ არა დაშვების სისტემის მიერ დაფიქსირებული 10 წუთიანი დაგვიანება, გადაანაწილოს გაცდენილი დროები საშვებულებო დროის სხვადასხვა სახეობებზე და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია, რომ მენეჯერის მიერ გადანაწილებული ინფორმაცია ხელფასის გაანგარიშებისას გამოვიყენოთ. მაგალითად დავაჯარიმოთ თანამშრომელი არასაპატიო გაცდენის შესაბამისი თანხით.