• Home
  • Products
  • Company
  • Contact

HRIS

  • ინფორმაცია კომპანიის შესახებ - პორტალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თანამშრომლებს ინფორმაცია კომპანიის შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს კომპანიის ღირებულებების, მიზნებისა და მისიის აღწერა; ასევე ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხე (Org. Chart), ან თანამშრომელთა ურთიერთ დაქვემდებარებულობის ხე. ორივე აღნიშნული დიაგრამა ავტომატურად ფორმირდება HRIS მოდულში შეყვანილი მონაცემების საფუძველზე.
  • ინფორმაცია თანამშრომლების შესახებ - პორტალზე, HRIS მოდულში შეყვანილი მონაცემების საფუძველზე, ასევე ავტომატურად ფორმირდება აქტიური თანამშრომლების სია. აღნიშნულ სიაზე წვდომა გააჩნია კომპანიის ყველა თანამშრომელს. თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია კონკრეტული თანამშრომლებისათვის შეზღუდვების დაწესება. თუ მაგალითად არ გვინდა, რომ რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სიაში ხედავდნენ ტოპ-მენეჯმენტის წევრებს. სიაში შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის ნახვა თანამშრომელზე: სახელი და გვარი, პოზიცია, სტრუქტურული ერთეული, მობილური ტელეფონი, შიდა ნომერი, ელ. ფოსტა, შვებულების სტატუსი (მაგალითად თუ თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაშია ორი კვირით) და საშვებულებო პერიოდში მისი შემცვლელების შესახებ ინფორმაცია.
  • დოკუმენტები და წესები - პორტალის გამოყენებით თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ თანამშრომლებს ნებისმიერი სასურველი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს თანამშრომლის სახელმძღვანელო, კომპანიის შიდა განაწესი, პროცედურების აღწერა, სტრატეგიული გეგმები და ნებისმიერი სხვა რამ. დოკუმენტების დახარისხება შესაძლებელია სხვადასხვა საქაღალდეების (Folder) მიხედვით, ხოლო ყოველ საქაღალდეზე შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რომელ თანამშრომლებს აქვთ მასზე წვდომა. ამის საშუალებით თქვენ გააკონტროლებთ, რომ თანამშრომლებმა მხოლოდ ის დოკუმენტები ნახონ, რომლებიც მათი დაშვების დონის შესაბამისია.