• Home
  • Products
  • Company
  • Contact

HRIS

პორტალი მოიცავს ბიზნეს-პროცესების მართვის (Workflow) მექანიზმს. მისი გამოყენებით, თქვენ, სურვილისამებრ შეგიძლიათ სხვადასხვა პროცესების აწყობა. აღნიშნული პროცესების გამოყენება შესაძლებელია პორტალიდან თანამშრომლების, ან მენეჯერების მიერ გაფორმებული მოთხოვნების ვიზირებისათვის. ასევე HR ოპერაციებისა და სახელფასო ოპერაციების ვიზირებისათვის.

სისტემაში ჩაშენებულია პროცესების კონსტრუქტორი (Workflow Builder), რომლის გამოყენებითაც თქვენ თავად, ტექნიკური პერსონალისა და პროგრამისტების ჩარევის გარეშე, შეძლებთ ნებისმიერი სასურველი ბიზნეს-პროცესის აწყობას. პროცესის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ნაბიჯები, ნაბიჯიდან ნაბიჯზე გადასვლის წესები, შეგიძლიათ შექმნათ ელექტრონული დავალებები, რომელთა ადრესატებსაც თავად პროცესი განსაზღვრავს თქვენს მიერ აწყობილი წესების მიხედვით. შეგიძლიათ დავალებები გაუგზავნოთ ერთდროულად ბევრ, სხავადასხვა ადამიანს, მიიღოთ მათგან უკუკავშირი და თვალი ადევნოთ მთელი პროცესის მიმდინარეობას.

მაგალითისთვის განვიხილოთ პროცესი, სადაც მენეჯერი თავისი თანამშრომლისთვის ერთჯერადი ბონუსის გაცემას ითხოვს და თანხასაც თავად უთითებს. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ მოთხოვნა დასადასტურებლად გაიგზავნოს HR მენეჯერთან. თუ HR მენეჯერმა მოთხოვნა დაადასტურა - თანამშრომელს დაერიცხოს ბონუსი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერის მიერ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 500 ლარს. თუ თანხა 500 ლარზე მეტია, ამ შემთხვევაში HR მენეჯერის დასტურის შემდეგ, მოთხოვნა დასადასტურებლად უნდა გაიგზავნოს ფინანსურ დირექტორთან. მისი დასტურის შემთხვევაში კი, თანამშრომელს უნდა დაერიცხოს თანხა.

პორტალის გამოყენებით შესაძლებელია როგორც ზემოთ აღწერილი, ისე სხვა მსგავსი პროცესების ავტომატიზება. პროცესების აწყობა მარტივია და რაც მთავარია არ მოითხოვს ტექნიკური პერსონალისა და პროგრამისტების დახმარებას.

სისტემაში ასევე არსებობს პროცესის ლოგირების მექანიზმი. ლოგში ინახება ყველა ქმედება, ყველა მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბიზნეს-პროცესის მიმდინარეობისას. აქ თქვენ ყოველთვის შეძლებთ პროცესის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას.