• Home
  • Products
  • Company
  • Contact

HRIS

სისტემაში არსებული საბეჭდი ფორმების ფუნქციონალის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ნებისმიერი HR დოკუმენტის შაბლონის აწყობას და შემდეგ კონკრეტული დოკუმენტების გენერირება/ბეჭდვას. ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს შრომითი ხელშეკრულება, დანიშვნის ბრძანება, თანამშრომლის პირადი საქმე, ცნობა ხელფასის შესახებ და ა.შ.

შაბლონების აწყობა შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ ისეთნაირად, რომ დოკუმენტები ზუსტად იმ ფორმით დაგენერირდეს როგორიც თქვენ გჭირდებათ. რაც მთავარია ეს ყველაფერი მარტივია და არ მოითხოვს დამატებით პროგრამირებას.

შექმნილი შაბლონები შეგიძლიათ დააკავშიროთ სისტემაში არსებულ სხვადასხვა ობიექტებთან. მაგალითად შრომის ხელშეკრულების შაბლონი დააკავშიროთ პოზიციაზე დანიშვნის ოპერაციასთან. თანამშრომლის პირადი საქმის შაბლონი დააკავშიროთ თანამშრომლის პროფილთან, გათავისუფლების ბრძანების შაბლონი დააკავშიროთ გათავისუფლების ოპერაციასთან და ა.შ. დაკავშირების შედეგად თქვენ კონკრეტული ფორმის დაბეჭდვას უკვე შესაბამისი ობიექტიდან შეძლებთ. ანუ თანამშრომლის სამსახურში აყვანისას, პოზიციაზე დანიშვნის ოპერაციიდან, ერთი კლიკით დაბეჭდავთ შრომით ხელშეკრულებას. სისტემაში საბეჭდი ფორმების განუსაზღვრელი რაოდენობით შექმნაა შესაძლებელი.

შაბლონებში ასევე განისაზღვრება ის თუ რა პირობიდან გამომდინარე უნდა შეიცვალოს დოკუმენტის ფორმატი. პირობა მაგალითად შეიძლება იყოს ასეთი: თუ პოზიციაზე დანიშვნის ოპერაციაში მითითებულია უმაღლესი მენეჯმენტის პოზიცია, შრომის ხელშეკრულებაში ავტომატურად დაემატოს პირობა მივლინების ხარჯების ორმაგად ანაზღაურებასთან დაკავშირებით. შედეგად თქვენ შეძლებთ ნებისმიერი HR დოკუმენტის ავტომატიზებას და დაზოგავთ ძალიან დიდ დროს რუტინულ სამუშაოზე.

დოკუმენტების მართვის ფუნქციონალით თქვენ ასევე შეძლებთ დოკუმენტების აუცილებლობის განსაზღვრას (მაგალითად განსაზღვრავთ, რომ პოზიციაზე დანიშვნისას აუცილებლად უნდა შეიქმნას შრომის ხელშეკრულება და ბრძანება დანიშვნის შესახებ) და უზრუნველყოფთ, რომ ნებისმიერი მოვლენა კომპანიაში, მოხდეს შესაბამისი დოკუმენტების თანხლებით.