• Home
  • Products
  • Company
  • Contact

HRIS

დროის მართვის ფუნქციონალში შედის:

  • სამუშაო გრაფიკების მართვა - თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სირთულის სტანდარტული, ცვლის ან ციკლური გრაფიკების აწყობას. სისტემაში შესაძლებელია განსაზღვრა თუ ვინ, რამდენ ხანს და რომელ ობიექტზე უნდა იმუშაოს. ასევე შესვენებების ხანგრძლივობისა და რაოდენობის დაგეგმვა.
  • ნამუშევარი დროის აღრიცხვა - სისტემაში ინტეგრირებული დროის უწყისის მეშვეობით თქვენ დეტალურად შეძლებთ იმის აღრიცხვას თუ რომელმა თანამშრომელმა რამდენი დრო დაჰყო სამსახურში, რომელმა დააგვიანა, რომელმა იმუშავა მეტი და ა.შ.
  • სამუშაო ცვლების კონტროლი - სისტემის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ისეთი მოვლენების მარტივად აღრიცხვას როგორიცაა სამუშაო ცვლები, სამსახურში არა გეგმიური გამოძახებები და თანამშრომლებს შორის სამუშაო საათების გაცვლა.
  • ინტეგრაცია დაშვების სისტემებთან - მოდულს აქვს ინტეგრაციის მექანიზმები დაშვების ისეთ სისტემებთან როგორიცაა ტურნიკეტი ფინგერპრინტი და ა.შ. შედეგად შესაძლებელი ხდება დაშვების სისტემის მიერ მოგროვილი ინფორმაციის HR-ული კუთხით გაანალიზება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, მაგალითად არასაპატიო გაცდენის საფუძველზე ხელფასის დაქვითვა.