• Home
  • Products
  • Company
  • Contact

PAYROLL

ფუნქციონალი მოგცემთ ფიქსირებული ხელფასების უმარტივესად მართვის საშუალებას. სახელფასო სტრუქტურის შექმნისას თქვენ განსაზღვრავთ ფიქსირებული ხელფასის გაანგარიშების ლოგიკასა და ფორმულას. მობილობის ოპერაციების გაფორმებისას კი ყველა თანამშრომელს დაუნიშნავთ შესაბამის ფიქსირებული ხელფასის ოდენობას.

სისტემა აგრეთვე გაძლევთ ხელფასების დარიცხვის პერიოდულობის განსაზღვრის შესაძლებლობას. მაგალითად, შესაძლებელია, რომ ხელფასი გასცეთ თვეში ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ და ა.შ. სისტემა თქვენთვის სასურველი პერიოდულობით გაიანგარიშებს თანამშრომლის კუთვნილ ხელფასს იმ პარამეტრების გათვალისწინებით, რასაც თქვენ ფორმულაში მიუთითებთ. ასეთი პარამეტრი შეიძლება იყოს მაგალითად: ფაქტიურად ნამუშევარი დრო, გადახრა სამუშაო გრაფიკიდან, სამუშაო განაკვეთი და ა.შ.