• Home
  • Products
  • Company
  • Contact

PAYROLL

სისტემაში არსებობს ფუნქციონალი, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ ისეთი შვებულებების ანაზღაურების ლოგიკის განსაზღვრას როგორებიცაა ანაზღაურებადი შვებულება, ბიულეტინი, დეკრეტული შვებულება, დამატებით შვებულება და ა.შ.

სისტემას მარტივად შეუძლია გამოიანგარიშოს მაჩვენებლები (მაგ: თანამშრომლის სამი თვის საშუალო ხელფასი). შესაბამისად, თუ ვსაუბრობთ, მაგალითად, ანაზღაურებად შვებულებაზე, თქვენ მხოლოდ ერთხელ დაგჭირდებათ მისი გაანგარიშების ლოგიკის აწყობა. ამის შემდეგ ყოველი შვებულების რეგისტრაციის საფუძველზე სისტემა თავად დაიანგარიშებს ვის, როდის და რამდენი უნდა გადაუხადოთ საშვებულებო თანხა.