ვაბაკოს ბლოგზე უკვე დიდი ხანია ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე (HIS) გიყვებით. მისი ბენეფიტებიც, ვეცადეთ, ბევრი სხვადასხვა კუთხიდან დაგვენახებინა.
ჩვენ მოყოლილი გვაქვს რა ფუნქციონალისგან შედგება HIS-ი, რატომ უნდა დანერგონ კლინიკებმა ის, რა სარგებელი მოაქვს მას სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და პაციენტებისთვის.
ასევე ვისაუბრეთ ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციაზე და ავხსენით როგორ HIS-ს ითხოვს ის. ვუპასუხეთ კითხვებს, როგორებიცაა: „შეუძლია HIS-ს კლინიკის ხარჯების შემცირება?”, „როგორ უნდა დავნერგოთ ეს სისტემა, რომ გარანტირებული იყოს მისი წარმატება და მიმღებლობა?“ და ა.შ.
მოკლედ, გვგონია, რომ ასე თუ ისე, გაგაცანით სფერო. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, უკვე დროა ვაბაკოს მიერ შექმნილ სამედიცინო სისტემაზეც მოგიყვეთ ძალიან მოკლედ.
ამ პოსტში პროდუქტის დეტალურ აღწერას ვერ წაიკითხავთ. თუმცა, თუ ეს ინფორმაციაა, რაც ამ ეტაპზე გაინტერესებთ, მას ვაბაკო HIS-ის გვერდზე ნახავთ.
ეს პოსტი არ ეხება ყველას. ის ეხება ადამიანებს, რომლებმაც თავიანთ კლინიკაში სამედიცინო სისტემის დანერგვის აუცილებლობა უკვე ნათლად დაინახეს. ახლა კი ინტერნეტში საუკეთესო მათგანზე "შოპინგობენ".
სწორედ ამიტომ, პოსტით, ამ ადამიანების მთავარ კითხვას გვინდა გავცეთ პასუხი.
მაშ ასე,
რატომ ვაბაკო?
და, ბოლოს, საქართველოს მასშტაბით, ვაბაკოს ელექტრონული სამედიცინო სისტემით 60-ზე მეტი კლინიკა სარგებლობს. მათგან არცერთს გასჩენია სურვილი, ვაბაკო HIS-ი სხვა, მისი კონკურენტი პროდუქტით ჩაენაცვლებინა.