2019 წლის 15 იანვარს, სახელმწიფომ ეტაპობრივად დაიწყო ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების წარმოების მოთხოვნა. სამედიცინო დაწესებულებებს მოუწევთ, რომ მათი პაციენტების ჯანმრთელობის ინფორმაცია EHR-ში*, ანუ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში გადასცენ.
დავით სერგეენკოს ეს ბრძანება, რომელიც EHR-ის ფუნქციონირებისა და წარმოების წესს განსაზღვრავს, ელექტრონული სისტემის ეტაპობრივად დანერგვას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, ის სტაციონარებს ავალდებულებს, ამბულატორიები სექტემბრამდე თავისუფალი არიან.
აღსანიშნავია, რომ 15 აპრილამდე EHR-ში მონაცემების გადაცემა საპილოტე რეჟიმში იფუნქციონირებს და, შესაბამისად, ამ პერიოდში არ მოხდება სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლი, სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები და საჯარიმო სანქციები.
ქვემოთ გთავაზობთ პასუხს კითხვაზე „რომელ სამედიცინო დაწესებულებას, როდიდან და რომელი პაციენტისთვის ევალება EHR-ის წარმოება“.
➜ ვის: სტაციონარებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
➜ რა: სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.
➜ როდის: პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღეში.
➜ ვის: ყველა სტაციონარს.
➜ რა: სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.
➜ როდის: პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღეში.
➜ ვის: ყველა ამბულატორიას.
➜ რა: სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.
➜ როდის: ვიზიტის დასრულებიდან 1 სამუშაო დღეში.
➜ ვის: ყველა სტაციონარსა და ამბულატორიას*.
➜ რა: ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაცემა EHR-ში.
➜ როდის: სტაციონარულ შემთხვევებში – პაციენტის გაწერიდან 5 სამუშაო დღეში, ამბულატორიულ შემთხვევებში – ვიზიტის დასრულებიდან 1 სამუშაო დღეში.
*გამონაკლისია მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური მომსახურებები ამბულატორიასა და დღის სტაციონარში.