• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ჯანდაცვის მართვის სისტემები

სამედიცინო ბილინგი

სამედიცინო ბილინგის მოდული კლინიკებს ეხმარება ბილინგის ფინანსური მდგომარეობის უფრო ნათელი სურათის ჩამოყალიბებაში, თავიდან აცილებს ფულად დანაკარგებსა და დავიწყებულ დავალიანებებს. მისი საშუალებით შესაძლებელია კლინიკის ფინანსური და ადმინისტრაციული ნაწილის მართვა. კერძოდ: რეგისტრატურის პროცესების მართვა, დოკუმენტების ატვირთვა და მათი ვალიდურობის გადამოწმება, ფასების დადგენა, ხარჯების დაანგარიშება, დებიტორული დავალიანების კონტროლი და თანხების მიღების პროცესის ელექტრონულად მართვა.

გაიგეთ მეტი
სამედიცინო ბილინგი
ჯავშნების მართვა

ჯავშნების მართვა

ჯავშნების მოდული ჯავშნებისა და ვიზიტების მართვას აწესრიგებს კლინიკაში. მისი საშუალებით შესაძლებელია ექიმების სამუშაო განრიგების მართვა და პაციენტის ვიზიტისთვის დროების დაჯავშნა ელექტრონულად. ჯავშნების მოდულში თქვენ თითოეული ექიმის განრიგი დეტალურად გექნებათ აღრიცხული. რეგისტრატორები ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეძლებენ პაციენტები თავისუფალ დროს დაჯავშნონ. სისტემაში არსებობს შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობაც: ვიზიტების შესახებ ინფორმაცია პაციენტებს SMS-ის სახით შეგიძლიათ გაუგზავნოთ: ჯავშნის გაკეთების, ცვლილების, გაუქმების დროს პაციენტი საქმის კურსში იქნება.

გაიგეთ მეტი

საავადმყოფოები, რომლებიც Vabaco Healthcare-ს იყენებენ

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი
საავადმყოფო ემსახურება 1,200-ზე მეტ სტაციონარულ და 10,000-ზე მეტ ამბულატორიულ პაციენტს. ასრულებს 600-ზე მეტ ქირურგიულ ჩარევას ყოველთვიურად.
ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი
საავადმყოფო ყოველთვიურად ემსახურება 1,000-ზე მეტ სტაციონარულ და 3,000-ზე მეტ ამბულატორიულ პაციენტს.
ისნის პოლიკლინიკა
ისნის პოლიკლინიკა ამბულატორიული სერვისების მომწოდებელია, რომელიც სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს.