• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ჯავშნების მართვა

ჯავშნების კალენდარი

 

ექიმების სამუშაო მონაცემების გათვალისწინებით, რეგისტრატორები ვიზიტებს ელექტრონულად დაჯავშნიან. ჯავშნების კალენდარში ყოველ ექიმზე განსაზღვრული რესურსების მიხედვით ჩანს ექიმების სამუშაო და არასამუშაო დრო. ასევე ის თუ, როდის ჰყავს ექიმს პაციენტი მიღებაზე ჩაწერილი და როდის აქვს თავისუფალი დრო. შესაბამისად, რეგისტრატორები ჯავშნის კალენდარშივე არეგისტრირებენ ახალი პაციენტების ვიზიტებს.

როდესაც რეგისტრატორს პაციენტის ვიზიტის დაჯავშნა სურს, ის შედის ჯავშნების კალენდარში და ირჩევს სასურველ ექიმებს. კალენდარში დაინახავს ამ ექიმების სამუშაო განრიგს, შემდეგ კი პაციენტისთვის სასურველი დროისა და ექიმის თავისუფალი საათების მიხედვით დაჯავშნის ვიზიტს.

სისტემაში შესაძლებელია უკვე არსებული ჯავშნის გაუქმებაც, რაც, მაგალითად, მაშინ შეიძლება გახდეს საჭირო, თუ, ვთქვათ პაციენტმა დარეკა და ჯავშნის გაუქმება მოისურვა. გაუქმების შემთხვევაში შეტყობინება მისდის ექიმსა და პაციენტს.

სისტემაში არსებობს პაციენტების შავი სიაც, სადაც ნახავთ პაციენტებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ ამ სიაში. შეგეძლებათ პაციენტი ამ სიიდან ამოშალოთ ან დაათვალიეროთ მათი მონაცემები. პაციენტის რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ ნახოთ ის შავ სიაშია თუ – არა, ასევე ნახავთ სიაში ყოფნის მიზეზსაც.