• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

ჯავშნების მართვა

ჯავშნების დახურვა

 

საჭიროების შემთხვევაში, სისტემაში შესაძლებელია შექმნილი ჯავშნების დახურვა.

ჯავშნების დახურვა შესაძლოა დაგჭირდეთ გეგმიურად ან არაგეგმიურად. გეგმიური დახურვის დროს თქვენ წინასწარ იცით, რომ, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული ექიმი ათი აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე შვებულებაში იქნება და, შესაბამისად, პაციენტებს ვერ მიიღებს. ასეთ დროს, ექიმის კალენდარში ამ მონაკვეთს მონიშნავთ დახურულად და რეგისტრატორები ვეღარ შეძლებენ პაციენტები ექიმის შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაჯავშნონ.

არაგეგმიური დახურვა მაშინ დაგჭირდებათ, როდესაც წინასწარ არ გაქვთ ინფორმაცია ექიმის არყოფნაზე. მაგალითად, თუ ექიმი მოულოდნელად ავად გახდა და სამსახურში ვეღარ მიდის, ჯავშნებს არაგეგმიურად დახურავთ. თუმცა, თუ ამ დღეზე უკვე იყვნენ პაციენტები ჩაწერილი, მათ ამის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, ჯავშნის დახურვის შემდეგ, სისტემა გაჩვენებთ ყველა იმ პაციენტის ნომერს, რომლებიც ამ დროს იყვნენ ექიმთან ჩაწერილი. შესაბამისად, რეგისტრატორს შეუძლია მათთან დარეკვა და გაფრთხილება ჯავშანში ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც, სურვილისამებრ, პაციენტს სხვა ექიმთან ჩაწერს, გადაუტანს, ან გაუუქმებს ვიზიტს.

ჯავშნის დახურვა არა მხოლოდ ერთი ექიმისთვის, არმედ ჯგუფურადაცაა შესაძლებელი. მაგალითისთვის, ასეთი რამ მაშინ შეიძლება დაგჭირდეთ, როდესაც კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და გარკვეული პერიოდით პაციენტებს ვერ მიიღებთ.