• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

სამედიცინო ბილინგი

რეგისტრატურა

რეგისტრატურის ფუნქციონალით, შესაძლებელია კლინიკაში მოსული პაციენტების შესახებ ინფორმაციის მართვა. მაგალითად, ახალი პაციენტის შექმნა ან უკვე არსებულ პაციენტზე მონაცემების მოძიება/განახლება. შესაბამისი პროცესით, ყოველ პაციენტზე იქმნება სამედიცინო ბარათები, რომელთაც ენიჭება ნომერი და კატეგორია (მაგ: გადაუდებელი სტაციონარი, გეგმიური სტაციონარი, გადაუდებელი ამბულატორია, გეგმიური ამბულატორია).

სისტემაში არსებობს კაპიტაციის ბაზაც, სადაც დაათვალიერებთ და დაარედაქტირებთ თქვენს კლინიკებში დარეგისტრირებული ბენეფიციარების მონაცემებს. თქვენ შეძლებთ დაამატოთ ახალი ბენეფიციარი ან უკვე არსებული ბენეფიციარი წაშალოთ სიიდან.

სისტემა საშუალებას გაძლევთ ამობეჭდოთ სხვადასხვა დოკუმენტი, მაგალითად, ვალის აღიარების, სამედიცინო მომსახურების გაწევაზე პაციენტის ინფორმაციული თანხმობის, ხელშეკრულების და ა.შ. ამობეჭდვის შემდეგ, შეგიძლიათ, მაგალითად, ხელმოწერილი დოკუმენტი პაციენტზე ინფორმაციას მიაბათ.

სამედიცინო ბარათების სია

სამედიცინო ბარათების სიაში წარმოდგენილია ყველა ბარათი, რაც პაციენტის დარეგისტრირების დროს შექმნილა კლინიკაში. რამდენიმე კლინიკის არსებობის შემთხვევაში, ნახავთ თუ კონკრეტულად რომელში მოხდა სამედიცინო შემთხვევა და ასევე ნახავთ თუ რა ტიპის შემთხვევა იყო. შემთხვევის ტიპის რამდენიმე მაგალითი გადაუდებელი სტაციონარი, გეგმიური სტაციონარი, გადაუდებელი ამბულატორია ან გეგმიური ამბულატორია შეიძლება იყოს. ამ ტიპებს თქვენ თავად ქმნით წინასწარ და, შესაბამისად, არ არსებობს შეზღუდვა, თუ როგორი ტიპის შემთხვევები იარსებებს თქვენს კლინიკაში. ასევე ნახავთ, როდის დაიწყო და დასრულდა შემთხვევა, ან რა იყო გამოსავალი: ვთქვათ, გამოჯანმრთელდა პაციენტი თუ – დასტაბილურდა მისი მდგომარეობა, ვინ იყო ეს პაციენტი და რა პროგრამით სარგებლობდა.