სამედიცინო შემთხვევების მართვის ფუნქციონალის საშუალებით, შესაძლებელია პაციენტების ვიზიტების ელექტრონულად აღრიცხვა. სისტემაში შეგიძლიათ როგორც ამბულატორიული, ისე – სტაციონარული შემთხვევების მართვა, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მომსახურება გაეწია პაციენტს, რა იყო ამ მომსახურებების ფასი და ვინ იყვნენ მომსახურების გამწევი თანამშრომლები. შემთხვევების მართვის ფუნქციონალით ასევე შესაძლებელია მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ავტომატურად დაანგარიშება, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტაციონარული შემთხვევების დროს. შესაბამისად, ყოველი შემთხვევის ჭრილში მომხმარებლები ხედავენ რა ხარჯი გაიწია და რა შემოსავალი მიიღო კლინიკამ.
სამედიცინო შემთხვევების სიაში დაათვალიერებთ, დაარედაქტირებთ დარეგისტრირებულ შემთხვევებს და დაამატებთ ახლებს. ასევე, გაეცნობით ვიზიტის დეტალურ ინფორმაციას:
სისტემაში არსებული ფუნქციონალის საშუალებით, კლინიკებისათვის მომსახურებებზე გაწეული ხარჯების დაანგარიშების პროცესი სრულად ავტომატური ხდება. სისტემაში აღირიცხება მომსახურების გაწევისას დახარჯული მედიკამენტები, სახელფასო ფონდი, ჩატარებული კვლევების ხარჯი, არაპირდაპირი ხარჯები და რენტაბელობა. სისტემა გაჩვენებთ რამდენი უნდა გადაიხადოს მომსახურების ჩატარებაში პაციენტმა და კონტრაგენტმა. ის ფასების კალკულაციის ლოგიკის ნახვის საშუალებასაც გაძლევთ. საბოლოო ჯამში, მომხმარებლები ყოველ სამედიცინო მომსახურებაზე გაწეულ ფაქტიურ ხარჯსა და მიღებულ მოგებას ზუსტად ხედავენ.
სისტემა საშუალებას გაძლევთ დაარედაქტიროთ ან დაათვალიეროთ მედიკამენტები, რომლებიც სამედიცინო მომსახურების ჩატარების დროს გამოიყენეთ. თქვენ ნახავთ მათ ფასს, ნაშთს, საწყობსა და ლოკაციას. მედიკამენტების ჩამოწერის მოდულში ნახავთ სამედიცინო მასალების (მაგალითად, წამლები და ხელთათმანები) ჩამოწერის დოკუმენტებს და შექმნით ჩამოწერის ახალ დოკუმენტებს, ანუ, გადაანაწილებთ მედიკამენტებს სამედიცინო მომსახურებებზე ავტომატურად ან ხელით. სისტემაში შესაძლებელია მედიკამენტების როგორც ჩამოწერა, ისე – დაბრუნება, ჯამური ჩამოწერა და ჯამური ჩამოწერის დაბრუნება კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის მიხედვით. ასევე, ბუნებრივია, ნახავთ, თუ რა მედიკამენტები იქნა ჩამოწერილი, ვის მიერ, რომელ კლინიკაში, რომელი საწყობიდან და რომელ სამედიცინო მომსახურებაზე. აგრეთვე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა არის ჩამოწერილი მედიკამენტების ღირებულება.
თქვენ გაეცნობით შემდეგ მონაცემებს:
აქვე შეგეძლებათ შეადგინოთ გადახდის გეგმა, მაგალითად, პაციენტს, რომელსაც 1000 ლარი აქვს გადასახდელი, გაუწეროთ, რომ მომდევნო 10 თვის განმავლობაში 100 ლარი გადაგიხადოთ. სისტემაში დაათვალიერებთ პაციენტის გადახდების რაოდენობასა და თანხებს, ნახავთ პაციენტის დავალიანებას.
შემთხვევებიდან შეგიძლიათ შექმნათ ინვოისიც ან უკვე არსებობის შემთხვევაში, ნახოთ მისი თარიღი და ნომერი. ასევე საშუალება გაქვთ დაათვალიეროთ სხვადასხვა დასკანერებული და ატვირთული დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სამედიცინო შემთხვევებს შეიძლება სხვადასხვა სტატუსები მიენიჭოს. ამ სტატუსების მიხედვით, სისტემაში შესაძლებელი ხდება სამედიცინო შემთხვევების დამუშავება თქვენთვის სასურველი პროცესით. შემთხვევის სტატუსი შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
აღნიშნული სტატუსების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რა წესებით დამუშავდება სისტემაში სამედიცინო შემთხვევები. მაგალითად, ზოგიერთ მომხმარებელს შეიძლება მხოლოდ პირველიდან მეორე სტატუსში გადაყვანის, ზოგს კი – მეოთხეში გადაყვანის უფლება მისცეთ. ასევე მაგალითად შეიძლება, რომ მომხმარებელს მხოლოდ პირველი სტატუსის მქონე შემთხვევების დარედაქტირება შეეძლოს. თუ შემთხვევა ერთი სტატუსიდან მეორეში გადავიდა, მომხმარებელი, რომელსაც მხოლოდ პირველ სტატუსზე აქვს წვდომა, მეორე სტატუსის მქონე შემთხვევაში ცვლილებებს ვეღარ შეიტანს.
შესაძლებელია შექმნათ დამუშავების ლოგიკები სტატუსების მიხედვით: სხვადასხვა მომხმარებლებს წინასწარ განსაზღვრული როლები და უფლებები მიანიჭოთ, შეასრულებინოთ სხვადასხვა სამუშაოები (მაგ: მედიკამენტების ჩამოწერა). ეს იმ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ, თუ შემთხვევებს ბევრი ადამიანი ამუშავებს და არ გინდათ რომ ყველას ერთნაირი წვდომა ჰქონდეს.
ჩვენ მიერ მაგალითად მოყვანილი სტატუსებიდან ბოლო, ქეისის დახურვის სტატუსი ნიშნავს, რომ სამედიცინო შემთხვევა არის დასრულებული, მონაცემები უკვე ვიცით, რომ სწორია და შეგვიძლია ამ მონაცემების გათვალისწინება ანაგრიშებსა და აღრიცხვებში.
სამედიცინო შემთხვევის სტატუსზე არის დამოკიდებული როგორი ტიპის ინვოისის ფორმირებას შეძლებთ. ანუ, მაგალითად, თუ შესრულებული სამუშაოების ინვოისის შექმნა გვსურს, შემთხვევის სტატუსი უნდა იყოს “ქეისი დახურულია”. ხოლო, თუ სტატუსი არის “მიმდინარე”, ასეთი შემთხვევა მხოლოდ მიმდინარე სამუშაოების ინვოისის შექმნის საშუალებას მოგვცემს.