• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

სამედიცინო ბილინგი

ფასების დადგენა და ფასდაკლებები

 

სისტემა საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ სამედიცინო მომსახურებების ფასები. მათი ფასები შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენ მიერ შექმნილი სხვადასხვა ფასის ტიპის მიხედვით. ასეთი ფასის ტიპი, მაგალითად, შეიძლება კლინიკის სტანდარტული ფასი ან კონტრაგენტის სახელშეკრულებო ფასი იყოს. შესაბამისად, სისტემაში ერთდროულად რამდენიმე პრაის-ლისტის მიხედვით მუშაობაა შესაძლებელი (პრაის ლისტი არის ფასების სია, სადაც ნახავთ თუ რა ღირს სამედიცინო მომსახურებები სხვადასხვა ფასის ტიპის, კლინიკისა და კონტრაგენტის მიხედვით).

ფასის ტიპის შექმნის შემდეგ, თქვენ მასზე სამედიცინო მომსახურებების ფასებს ადგენთ. ფასის ცვლილების შემთხვევაში, ხედავთ რამდენი პროცენტით გაიზარდა/შემცირდა ის.

 

ფასდაკლებები

 

ფასების დადგენის გარდა, სისტემაში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ფასდაკლებების განსაზღვრა კლინიკის, განსაზღვრული  პერიოდის, კონტრაგენტის, ფასის ტიპისა და სამედიცინო შემთხვევის ტიპის მიხედვით.

ფასდაკლება სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

  • ფასდაკლება განმეორებითი ვიზიტის შემთხვევაში - ეს ფასდაკლება გავრცელდება განმეორებითი ვიზიტის შემთხვევაში, კონკრეტული სამედიცინო მომსახურების სახეობაში გაერთიანებულ მომსახურებებზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, ოჯახის ექიმთან პირველი ვიზიტიდან 10 დღის განმავლობაში, განმეორებით ვიზიტზე 100%-იანი ფასდაკლება შეგიძლიათ დააწესოთ.
  • ფასდაკლება ერთდროულობის შემთხვევაში - ეს ფასდაკლება გავრცელდება თანმხლებ სამედიცინო მომსახურებებზე. როდესაც ერთი სამედიცინო მომსახურების ჩასატარებლად გვჭირდება მეორე სამედიცინო მომსახურების ჩატარებაც, მეორე მომსახურებას თანმხლები ეწოდება.
  • ფასდაკლება კონტრაგენტზე, სადაზღვეო პაკეტის მომსახურებების მიხედვით - ეს ფასდაკლება გავრცელდება კონკრეტული კონტრაგენტის კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებებზე. ანუ, მაგალითად, კონტრაგენტს შეიძლება სამი პროგრამა ჰქონდეს, თქვენ კი ფასდაკლებას მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე ავრცელებდეთ.
  • ფასდაკლება კონტრაგენტზე, მომსახურებების მიხედვით - ეს ფასდაკლება გავრცელდება არჩეული კონტრაგენტის ყველა იმ პროგრამაზე, რომელშიც ჩვენთვის სასურველი სამედიცინო მომსახურებებია დამატებული. ანუ, თუ, ვთქვათ, კონტრაგენტს სამი პროგრამა აქვს და აქედან ორი ითვალისწინებს ჩვენთვის სასურველ მომსახურებას, ფასდაკლება ამ ორივე პროგრამაზე გავრცელდება.
  • ფასდაკლება კონტრაგენტის მიხედვით - ეს ფასდაკლება ვრცელდება არჩეული კონტრაგენტის ყველა პროგრამასა და სამედიცინო მომსახურებაზე.

 

ფასდაკლების დამატებისას, ფასდაკლების ტიპის გარდა, ითვალისწინებთ შემდეგ მონაცემებს:

  • კლინიკა;
  • შემთხვევის ტიპი (ამბულატორია, სტაციონარი);
  • კონტრაგენტი;
  • ფასდაკლების პროცენტი.