• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

სამედიცინო ბილინგი

ინვოისების მართვა

 

ინვოისების მართვის ფუნქციონალის გამოყენებით შესაძლებელია გადამხდელებისთვის თანხის მოთხოვნისა და გადახდის პროცესის ელექტრონულად მართვა. სისტემაში დარეგისტრირებული სამედიცინო შემთხვევების საფუძველზე, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ინვოისის გენერირება და გადამხდელებთან გაგზავნა.

სისტემაში შეგიძლიათ შექმნათ და საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდოთ შემდეგი ტიპის ინვოისები:

  • მიმდინარე სამუშაოების ინვოისი – ინვოისი იქმნება მიმდინარე სამედიცინო შემთხვევაზე, გადამხდელთან გასაგზავნად. მაგალითად, თუ სადაზღვეოს აინტერესებს ამჟამინდელი მდგომარეობით უკვე რამდენი აქვს გადასახდელი ერთ კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევაზე, ამ დროს გამოვიყენებთ მიმდინარე სამუშაოების ინვოისს. მაგალითად, თუ პაციენტი 10 დღის განმავლობაში სტაციონარში უნდა იწვეს და კონტრაგენტი მეხუთე დღეს აინტერესებს მიმდინარე მდგომარეობით რა თანხა აქვს გადასახდელი. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დააგენერიროთ მიმდინარე სამუშაოების ინვოისი, რომელშიც სისტემა ავტომატურად დაითვლის ამ 5 დღეში გაწეული მომსახურებების თანხას. მნიშვნელოვანია, რომ  ეს ინვოისი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და გადამხდელისგან თანხის მოთხოვნას არ გულისხმობს;
  • ჯამური ინვოისი – ინვოისი იქმნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ სამედიცინო მომსახურებებზე, გადამხდელისაგან თანხის მოსათხოვნად. მაგალითად, თუ გსურთ სადაზღვეოს თვის განმავლობაში მის მიერ დაზღვეული პაციენტებისთვის გაწეული მომსახურებების ანაზღაურება მოსთხოვოთ, გამოიყენებთ ჯამურ ინვოისს. თქვენ სისტემაში მიუთითებთ დროის პერიოდსა და გადამხდელს. ამის საფუძველზე სისტემა ავტომატურად დააჯამებს მითითებულ პერიოდში გაწეული სამედიცინო შემთხვევების თანხებს, რომელიც მითითებულმა გადამხდელმა უნდა გადაიხადოს. ასეთი ავტომატიზაცია თანხის მოთხოვნის პროცესში დიდ დროს დაგაზოგინებთ და დაგაზღვევთ შეცმოდებისაგან;
  • შესრულებული სამუშაოების ინვოისი – ეს ინვოისი იქმნება ერთ კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევაზე, გადამხდელისგან თანხის მოსათხოვად. ჯამური ინვოისისგან განსხვავებით, ეს ინვოისი ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევას;
  • ინდივიდუალური ინვოისის შექმნის დროს სისტემიდან არ წამოიღებთ არანაირ ინფორმაციას, ყველაფერს ჩაწერთ ხელით. ინდივიდუალური ინვოისი არსებობს ისეთი გამონაკლისი შემთხვევებისთვის, როდესაც ინვოისის შექმნა გსურთ არა გაწეული/გასაწევი მომსახურებების საფუძველზე, არამედ თქვენი შეხედულებისამებრ;
  • კაპიტაციური ინვოისი იქმნება კონკრეტული თვის  განმავლობაში კაპიტაციურად დაფინანსებულ პაციენტებზე, გადამხდელისგან თანხის მოსათხოვად. მაგალითად, თუ გადამხდელს თვის განმავლობაში მის მიერ კაპიტაციურად დაზღვეული პაციენტებზე თანხის ანაზღაურებას მოსთხოვთ, გამოიყენებთ კაპიტაციურ ინვოისს. სისტემა დააჯამებს ამ პერიოდში კაპიტაციურად დაფინანსებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით ასანაზღაურებელ თანხას. კაპიტაციური ინვოისი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარსადგენად გამოიყენება;
  • გლობალ ბიუჯეტის – ინვოისი იქმნება კონკრეტული თვის  განმავლობაში გლობალ ბიუჯეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადამხდელისგან მოსათხოვად. მაგალითად, თუ გადამხდელს თვის განმავლობაში გლობალ ბიუჯეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას მოსთხოვთ, გამოიყენებთ გლობალ ბიუჯეტის ინვოისს. გლობალ ბიუჯეტის ინვოისი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის წარსადგენად გამოიყენება;
  • წინასწარი თუ, მაგალითად, პაციენტს სჭირდება ოპერაცია, რისი დაფინანსებაც გადამხდელს წინასწარ უნდა მოსთხოვოს, მას ამისთვის დასჭირდება წინასწარი ინვოისი. ამის შესაქმნელად, პირველ რიგში, სისტემაში გააკეთებთ წინასწარ კალკულაციას, რითაც გამოიანგარიშება ასანაზღაურებელი თანხები. ამ წინასწარი კალკულაციის საფუძველზე, შექმნით წინასწარ ინვოისს, რომელსაც პაციენტი გადამხდელს წარუდგენს.

ინვოისის შექმნის დროს, შეგეძლებათ მიუთითოთ ინვოისის შექმნის თარიღი, რამდენიმე კლინიკის არსებობის შემთხვევაში – კონკრეტული კლინიკის დასახელება, იურიდიული პირი, კონტრაგენტი და პროგრამა, პერიოდი, რომელზეც ინვოისს ქმნით და შემთხვევის ტიპები. მაგალითად, შეგიძლიათ მხოლოდ გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიის ინვოისი შექმნათ. შეგეძლებათ ატვირთოთ დასკანერებული ფაილები, როგორებიცაა, მაგალითად მიღება-ჩაბარება და ხელმოწერილი ინვოისი. ნახოთ რომელი ფაილებია ატვირთული, როდის და ვის მიერ.

სისტემაში შესაძლებელია დაგენერირებული ინვოისების გადამხდელთან შეთანხმების საფუძველზე კორექტირების ფორმალური პროცესის მართვა იმისათვის, რომ კლინიკაში მუდმივად არსებობდეს ინვოისების კორექტირების შესახებ ისტორიული მონაცემები და, საჭიროების შეთხვევაში, შესაძლებელი იყოს იმის დადგენა, თუ როგორ და როდის შეიცვალა ამა თუ იმ ინვოისის თანხა.