• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

ორგანიზაციული სტრუქტურა

 

სისტემაში შესაძლებელია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა, ცვლილებების ისტორიის შენახვა და კონტროლი. კერძოდ:

  • მულტიორგანიზაციული, ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნა. იგულისხმება სხვადასხვა იურიდიული ერთეულების (ორგანიზაციების) შექმნა და ყოველი მათგანისათვის ინდივიდუალური სტრუქტურის ჩამოყალიბება.
  • კომპანიაში არსებული სტრუქტურული ერთეულების სახეობების განსაზღვრა (მაგალითად: ფილიალი, დეპარტამენტი, განყოფილება, ქვეგანყოფილება) და კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების შექმნა, მათი სახეობების მითითებით.
  • სტრუქტურული ერთეულების ურთიერთდაქვემდებარებულობის განსაზღვრა. ორგანიზაციული ხის შექმნა.
  • ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების ისტორიის შენახვა და ანალიზი. მაგალითად, თუ რომელიმე დეპარტამენტი გაუქმდა, იგი გაქრება ორგანიზაციის მიმდინარე სტრუქტურიდან, მაგრამ სისტემა შეინახავს ინფორმაციას, რომ ეს დეპარტამენტი არსებობდა.
  • სტრუქტურული ერთეულების ადგილმდებარეობების განსაზღვრა.
  • სამუშაო პოზიციების შექმნა ისეთი პარამეტრების განსაზღვრით როგორებიცაა: თანამდებობა, სპეციალობა, კლასი, მენეჯმენტის რგოლი, სამუშაო გრაფიკი, სახელფასო გრეიდი, საჭირო განაკვეთების რაოდენობა და სამუშაო ადგილი (კონკრეტული სტრუქტურული ერთეული).
  • პოზიციების ურთიერთდაქვემდებარებულობის განსაზღვრა.
  • პოზიციებისათვის სხვადასხვა როლების მინიჭება ორგანიზაციაში (მაგალითად, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი შეიძლება შრომის ხელშეკრულებებზე კომპანიის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი იყოს).
  • აწყობილი პოზიციების საფუძველზე, HR გეგმის (საშტატო განრიგის) ავტომატური გენერაცია.
  • საშტატო განრიგის მიხედვით შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა (მაგალითად, თანამშრომლების რაოდენობაზე, ხელფასის ოდენობაზე).