• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

თანამშრომლის თვითმომსახურება

 

  • პირადი პროფილი: თანამშრომლებს შეუძლიათ ისარგებლონ პირადი პროფილით, სადაც თავმოყრილია მთელი ის ინფორმაცია, რომელიც კომპანიას გააჩნია მის შესახებ. პროფილზე თანამშრომელს შეუძლია ნახოს საკუთარი სამუშაო ინფორმაცია, ინფორმაცია შვებულებების შესახებ (მათ შორის ყველა ტიპის საშვებულებო დღეების ნაშთი), სახელფასო ამონაწერი, შრომითი ხელშეკრულება, ბრძანებები და ა.შ.
  • ინფორმაციის განახლება: თანამშრომელს პირადი პროფილიდანვე შეუძლია მოითხოვოს საკუთარი საკონტაქტო, ან პირადი ინფორმაციის განახლება. აღნიშნული მოთხოვნა გაივლის შესაბამის (კომპანიის მიერ განსაზღვრულ) დამუშავების პროცესს, რის შემდეგაც შესაბამისი ცვლილებები აისახება სისტემაში.
  • სერვისის მოთხოვნები კომპანიისაგან: პორტალიდან თანამშრომელს შეუძლია გააფორმოს სხვადასხვა სახის მოთხოვნები. ესენია შვებულების, მივლინების, ავანსის, სახელფასო ცნობის და სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნა. ყოველი მოთხოვნის დამუშავება ხდება შესაბამისი ვიზირების პროცესებით. ის, თუ როგორი იქნება ეს პროცესები და ვინ იქნება მონაწილე, თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩამოთვლილი მოთხოვნა ფუნქციონირებს განსაზღვრული ლოგიკით. მაგალითად, შვებულების მოთხოვნაში ჩანს საშვებულებო დღეების ნაშთი და შვებულების გამოყენების წესები (მაგალითად ის, რომ შვებულების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ჯამში 10 დღეზე მეტი); მივლინების მოთხოვნაში შესაძლებელია სასურველი სამივლინებო თანხების მოთხოვნა, ავანსის მოთხოვნაში შესაძლებელია ავანსის გადახდის სასურველი გრაფიკის განსაზღვრა, სახელფასო ცნობის მოთხოვნის დასტურის შემთხვევაში თანამშრომელი პორტალზევე მიიღებს ხელმოწერილ ცნობას, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნის დასტურის შემთხვევაში, გათავისუფლების თარიღიდან თანამშრომელი ვეღარ შეძლებს პორტალით სარგებლობას.