ვაბაკოში გვჯერა, რომ პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს მომხმარებელზე მორგებული, მდიდარი ფუნქციონალის და ამავდროულად ტექნოლოგიურად მოწინავე. პროდუქტები, რომლებიც კომპანიებს უმარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას და რეალური, ხელშესახები ფინანსური შედეგების მომტანია. ჩვენი ყველა პროდუქტი ამ მიდგომით იქმნება და ვითარდება.
ჯანდაცვის მართვა
ვაბაკო HIS სამედიცინო დაწესებულებების პროცესების ეფექტურად სამართავად შექმნილი კომპლექსური გადაწყვეტაა. ის აწესრიგებს კლინიკის ფინანსურ საქმიანობას, ამარტივებს ყოველდღიურ კლინიკურ პროცესებს, აუმჯობესებს პაციენტის მკურნალობის პროცესს, გეხმარებათ რეგულაციების დაცვასა და კლინიკის ერთიანი ხედვის შექმნაში.
ვაბაკო HR პერსონალის ეფექტურად სამართავად და ყოველდღიური HR პროცესების გასამარტივებლად შექმნილი კომპლექსური გადაწყვეტაა. ის გაზოგინებთ დროს რუტინულ საქმეზე, მარტივად გაძიებინებთ თანამშრომლების მონაცემებს და გეხმარებათ ორგანიზაციის ერთიანი ხედვის შექმნაში.
დაქვემდებარებულის პროფილი: მენეჯერებს შეუძლიათ დაათვალიერონ მათი ყოველი დაქვემდებარებულის პირადი პროფილი. პროფილზე თავმოყრილია ყველა ინფორმაცია თანამშრომლის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მენეჯერებს შეუზღუდოთ წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე. მაგალითად, თუ არ გსურთ, რომ მენეჯერმა შეძლოს თანამშრომლის სახელფასო ამონაწერის ნახვა.
სერვისისა და საკადრო ცვლილებების მოთხოვნა: მენეჯერებს, ჩვეულებრივი თანამშრომლების მსგავსად, შეუძლიათ მოითხოვონ შვებულება და მივლინება საკუთარი თავისათვის. გარდა ამისა, სისტემაში, მენეჯერებისათვის არსებობს მოთხოვნის დამატებითი სახეობები. ესენია თანამშრომლის დაჯილდოვება, დისციპლინარული სანქცია, ახალი თანამშრომლის მოთხოვნა, თანამშრომლის გადაყვანის მოთხოვნა და თანამშრომლისათვის ხელფასის ცვლილების მოთხოვნა.
სხვადასხვა მოთხოვნების ვიზირება: მენეჯერებს ასევე შეუძლიათ სხვადასხვა მოთხოვნების ვიზირებაში მიიღონ მონაწილეობა. ვიზირების პროცესის თანმიმდევრულობასა და მათში მონაწილე მენეჯერებს თქვენ თავად განსაზღვრავთ. შესაბამისად, ყოველი მენეჯერი მიიღებს ვიზირების მოთხოვნას თქვენ მიერ განსაზღვრული პროცესით. მაგალითად, თუ თანამშრომლის მიერ გაფორმებული შვებულების მოთხოვნა უნდა დაადასტუროს ჯერ მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, ხოლო შემდეგ HR-მა, კონკრეტული მენეჯერი პორტალზე მიიღებს შეტყობინებას, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის შვებულების მოთხოვნა განიხილოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე შეტყობინებიდან მენეჯერი შეძლებს ერთი კლიკით დაადასტუროს ან უარყოს მოთხოვნა.
დაქვემდებარებულთა დროის მართვა: Vabaco HR-ს აქვს დაშვების სხვადასხვა სისტემებთან ინტეგრაციისა და მათ მიერ მოგროვილი მონაცემების დამუშავების მექანიზმი. პორტალის გამოყენებით მენეჯერებს თავად შეუძლიათ აღნიშნული მონაცემების იმ ნაწილის დამუშავება, რომელიც მათ დაქვემდებარებულებს ეხება. მაგალითად, მენეჯერს ძალიან მარტივად შეუძლია განსაზღვროს საპატიოა თუ არა დაშვების სისტემის მიერ დაფიქსირებული 10 წუთიანი დაგვიანება, გადაანაწილოს გაცდენილი დროები საშვებულებო დროის სხვადასხვა სახეობებზე და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში ასევე შესაძლებელია, რომ მენეჯერის მიერ გადანაწილებული ინფორმაცია ხელფასის გაანგარიშებისას გამოვიყენოთ. მაგალითად, დავაჯარიმოთ თანამშრომელი არასაპატიო გაცდენის შესაბამისი თანხით.