• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

რეპორტები

  • სტრუქტურული ერთეულების ხე - რეპორტი გრაფიკულად გამოსახავს სტრუქტურული ერთეულების იერარქიას ორგანიზაციაში
  • პოზიციების დაქვემდებარებულობა - რეპორტი გრაფიკულად გამოსახავს პოზიციების იერარქიას ორგანიზაციაში
  • თანამშრომლების საკონტაქტო - რეპორტში შესაძლებელია ყველა თანამშრომლის საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა და იმის გაანალიზება თუ ვის რა მონაცემი აკლია
  • თანამშრომლების სია - რეპორტში შესაძლებელია თანამშრომლებზე არსებული ყველა სტატიკური ნახვა და ანალიზი
  • თანამშრომლების სია (იურ. ერთეულების მიხედვით) - თანამშრომლების სია, დაჯგუფებული ჰოლდინგში შემავალი ორგანიზაციების მიხედვით
  • თანამშრომლების სია (ბიზნეს ერთეულების მიხედვით) - თანამშრომლების სია დაჯგუფებული კომპანიაში არსებული პირველი დონის სტრ. ერთეულების მიხედვით
  • თანამშრომლების სია (პოზიციების მიხედვით) თანამშრომლების სიის რეპორტი, დაჯგუფებული პოზიციების მიხედვით
  • თანამშრომლები შეთავსებაზე - რეპორტში შესაძლებელია იმ თანამშრომლების ნახვა, რომლებიც თანადროულად ერთზე მეტ პოზიციაზე არიან დანიშნული
  • დაბადების დღეები - რეპორტში შესაძლებელია თანამშრომელთა დაბადების დღეების ნახვა ყოველი თვის ჭრილში
  • თანამშრომელთა რაოდენობა - რეპორტში შესაძლებელია თანამშრომელთა რაოდენობის ნახვა სტრ. ერთეულების ჭრილში. რაოდენობაში იგულისხმება როგორც ადამიანების ფიზიკური რაოდენობა (Headcount), ისე სრული განაკვეთის ექვივალენტები (FTE)
  • თანამშრომელთა რაოდენობა სქესის მიხედვით - რეპორტი აჩვენებს თანამშრომელთა ფიზიკურ რაოდენობას (Headcount) სქესის ჭრილში
  • თანამშრომელთა რაოდენობა (დეტალური) - რეპორტი აჩვენებს თვის ჭრილში თანამშრომელთა რაოდენობის ცვლილების დინამიკას. კერძოდ: თანამშრომელთა საწყისი რაოდენობა, აყვანების რაოდენობა, გათავისუფლებების რაოდენობა და საბოლოო რაოდენობა
  • თანამშრომელთა რაოდენობა (დეტალური - ქალები) - თანამშრომელთა რაოდენობის დეტალური რეპორტი, სადაც ქალების რაოდენობა გამოყოფილია მთლიანი რაოდენობიდან
  • თანამშრომელთა ზრდის ტემპი (თვეების ჭრილში) - რეპორტი აჩვენებს თანამშრომელთა ფიზიკურ რაოდენობას (Headcount) ყოველი თვის ბოლოს, მითითებული პერიოდისთვის
  • თანამშრომელთა ზრდის ტემპი (წლების ჭრილში) - რეპორტი აჩვენებს თანამშრომელთა ფიზიკურ რაოდენობას (Headcount) ყოველი წლის ბოლოს, მითითებული პერიოდისთვის
  • თანამშრომელთა დენადობა - რეპორტი გვაჩვენებს თანამშრომელთა რაოდენობის ცვლილებას მითითებული პერიოდისთვის და ანგარიშობს დენადობის კოეფიციენტს
  • მიმდინარე ანგარიში საშტატო განრიგის შესახებ - რეპორტი გვაჩვენებს საშტატო განრიგის ფაქტიურ ანალიზს კონკრეტული თარიღისათვის. კერძოდ: პოზიციების გეგმიური რაოდენობა, შევსებული პოზიციების რაოდენობა და ა.შ.
  • პერიოდული შემოწმების ანალიზი - რეპორტის საშუალებით შესაძლებელია იმის გაანალიზება, თუ როდის უწევთ თანამშრომლებს პერიოდული შემოწმებების გავლა. მაგალითად ჯანმრთელობის შემოწმება, ნარკოლოგიური შემოწმება და ა.შ.
  • მიმაგრებული ფაილების კონტროლი - რეპორტის საშუალებით შესაძლებელია იმის გაანალიზება, თუ რომელ თანამშრომელზე გვაქვს ატვირთული სავალდებულო ფაილები და რომელზე - არა
  • პოზიციაზე დანიშვნები - რეპორტი აჩვენებს, მითითებულ პერიოდში განხორციელებული, პოზიციაზე დანიშვნების მონაცემებს. კერძოდ: ვინ დაინიშნა, რა პოზიციაზე, რა იყო დანიშვნის მიზეზი, რა სახელფასო პაკეტი დაენიშნა და ა.შ.
  • პოზიციის ცვლილებები - რეპორტი აჩვენებს, მითითებულ პერიოდში განხორციელებული, პოზიციის ცვლილებების მონაცემებს. კერძოდ: ვის შეეცვალა პოზიცია, რა იყო ძველი პოზიცია, რა არის ახალი პოზიცია, რა იყო ცვლილების მიზეზი, რა სახელფასო პაკეტი დაენიშნა და ა.შ.
  • საბანკო ანგარიშის შეცვლა - რეპორტი აჩვენებს, რომელ თანამშრომლებს შეეცვალათ საბანკო ანგარიში მითითებულ პერიოდში. რა იყო ძველი საბანკო ანგარიში და რა არის ახალი
  • ხელშეკრულების შეჩერება - რეპორტი აჩვენებს ინფორმაციას თანამშრომლებისათვის ხელშეკრულების შეჩერებისა და აღდგენის შესახებ
  • გაშვებული თანამშრომლები - რეპორტი აჩვენებს, მითითებულ პერიოდში განხორციელებული, გათავისუფლებების მონაცემებს. კერძოდ: ვინ გათავისუფლდა, რა იყო გათავისუფლების მიზეზი, იურიდიული საფუძველი და ა.შ.
  • ანაზღაურების ცვლილება - რეპორტი აჩვენებს, მითითებულ პერიოდში განხორციელებული, ანაზღაურების ცვლილებების მონაცემებს. კერძოდ: ვის შეეცვალა ხელფასი, რა იყო ცვლილების მიზეზი, რა იყო ძველი ხელფასი, რა ხელფასი დაენიშნა ა.შ.
  • კონტრაქტის ვადების ანალიზი რეპორტი აჩვენებს თუ რომელი თანამშრომლის ხელშეკრულებას გასდის ვადა და როდის
  • გამოსაცდელ ვადაზე მყოფი თანამშრომლები რეპორტი აჩვენებს რომელი თანამშრომლები არიან გამოსაცდელ ვადაზე და როდემდე
  • გაცდენების ისტორია - რეპორტი აჩვენებს რომელმა თანამშრომელმა გააცდინა სამსახური, როდის და რა ხანგრძლივობით
  • გაცდენების გეგმა - რეპორტი აჩვენებს რომელ თანამშრომლებს აქვთ დაგეგმილი სამსახურის გაცდენა სამომავლოდ და რა ხანგრძლივობით
  • გაცდენის ნაშთები - რეპორტი აჩვენებს გასაცდენი დღეების ნაშთს ყოველი თანამშრომლისათვის
  • გაცდენის ნაშთები (კვოტების დაჯგუფებით) - გაცდენების ნაშთის რეპორტი, დაჯგუფებული კვოტების მიხედვით
  • გაცდენების რეესტრი - რეპორტი სიის სახით აჩვენებს გაცდენის რეგისტრაციის ყოველ ოპერაციას
  • მივლინებების რეესტრი - რეპორტი სიის სახით აჩვენებს მივლინების რეგისტრაციის ყოველ ოპერაციას
  • თანამშრომელთა ძირითადი ხელფასი - რეპორტი აჩვენებს ყოველი თანამშრომლისათვის დანიშნულ ძირითად სახელფასო პაკეტს
  • დაზღვეული თანამშრომლები - რეპორტი აჩვენებს დაზღვეული თანამშრომლების სიას
  • გასაუქმებელი დაზღვევა - რეპორტი აჩვენებს იმ თანამშრომლების სიას, ვისაც უნდა გაუუქმდეს დაზღვევა (გათავისუფლების გამო, ან ანაზღაურების ცვლილების გამო). რეპორტი გამოიყენება სადაზღვეო კომპანიაში გასაგზავნად
  • ანგარიშგება დაშვების სისტემის მონაცემების მიხედვით - რეპორტი აჩვენებს დაშვების სისტემის მიერ (ფინგერპრინტი, ტურნიკეტი) მოგროვილ მონაცემებს, დაგვიანებების რაოდენობას, ნამუშევარი საათების ხანგრძლივობას და ა.შ.

 

სისტემას ასევე აქვს არსებული რეპორტების თქვენთვის სასურველი პარამეტრების მიხედვით მოდიფიცირების საშუალება. რაც მთავარია, მოდიფიცირება მარტივია და არ მოითხოვს ტექნიკური პერსონალისა და პროგრამისტების დახმარებას. მოდიფიცირებაში იგულისხმება:

  • რეპორტებში დამატებით მონაცემების გამოტანის შესაძლებლობა;
  • ანგარიშგებაში გამოტანილი ინფორმაციის პირველადი წყაროს ანალიზის შესაძლებლობა;
  • რეპორტებში სვეტების დამატებისა და ამოღების შესაძლებლობა;
  • სტრიქონების დაჯგუფების შესაძლებლობა;
  • მონაცემების სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა;
  • მოდიფიცირებული რეპორტების შენახვისა და შემდგომ გამოყენების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ნებისმიერი რეპორტის შენახვა შემდეგი ფორმატის ფაილებში: ”xls”, “pdf”, “txt”, და “mxl”.