ორგანიზაციული სტრუქტურა
სისტემაში შესაძლებელია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა, ცვლილებების ისტორიის შენახვა და კონტროლი. კერძოდ:
- მულტიორგანიზაციული, ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნა. იგულისხმება სხვადასხვა იურიდიული ერთეულების (ორგანიზაციების) შექმნა და ყოველი მათგანისათვის ინდივიდუალური სტრუქტურის ჩამოყალიბება.
- კომპანიაში არსებული სტრუქტურული ერთეულების სახეობების განსაზღვრა (მაგალითად: ფილიალი, დეპარტამენტი, განყოფილება, ქვეგანყოფილება) და კონკრეტული სტრუქტურული ერთეულების შექმნა, მათი სახეობების მითითებით.
- სტრუქტურული ერთეულების ურთიერთდაქვემდებარებულობის განსაზღვრა. ორგანიზაციული ხის შექმნა.
- ორგანიზაციულ სტრუქტურაში ცვლილებების ისტორიის შენახვა და ანალიზი. მაგალითად, თუ რომელიმე დეპარტამენტი გაუქმდა, იგი გაქრება ორგანიზაციის მიმდინარე სტრუქტურიდან, მაგრამ სისტემა შეინახავს ინფორმაციას, რომ ეს დეპარტამენტი არსებობდა.
- სტრუქტურული ერთეულების ადგილმდებარეობების განსაზღვრა.
- სამუშაო პოზიციების შექმნა ისეთი პარამეტრების განსაზღვრით როგორებიცაა: თანამდებობა, სპეციალობა, კლასი, მენეჯმენტის რგოლი, სამუშაო გრაფიკი, სახელფასო გრეიდი, საჭირო განაკვეთების რაოდენობა და სამუშაო ადგილი (კონკრეტული სტრუქტურული ერთეული).
- პოზიციების ურთიერთდაქვემდებარებულობის განსაზღვრა.
- პოზიციებისათვის სხვადასხვა როლების მინიჭება ორგანიზაციაში (მაგალითად, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი შეიძლება შრომის ხელშეკრულებებზე კომპანიის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი იყოს).
- აწყობილი პოზიციების საფუძველზე, HR გეგმის (საშტატო განრიგის) ავტომატური გენერაცია.
- საშტატო განრიგის მიხედვით შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა (მაგალითად, თანამშრომლების რაოდენობაზე, ხელფასის ოდენობაზე).