• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

თანამშრომლის პროფილი

 

თანამშრომლის პროფილი არის თანამშრომლის ელექტრონული პირადი საქმე. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად მოიძიოთ ნებისმიერი ინფორმაცია თანამშრომლის შესახებ. პროფილზე თავს იყრის ყველა მონაცემი, რომელიც თანამშრომლის შესახებ გაგვაჩნია. კერძოდ:

  • თანამშრომლის სამუშაო ინფორმაცია;
  • სამუშაო ინფორმაციის ცვლილებების ისტორია;
  • ინფორმაცია მისი სამუშაო გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია მისი როლების, თანაგუნდელების და ხელმძღვანელების შესახებ;
  • სახელფასო მონაცემები;
  • ხელშეკრულების მონაცემები;
  • თანამშრომლის შესახებ გამოცემული ბრძანებები;
  • თანამშრომელთან დაკავშირებული დოკუმენტები (დოკუმენტები შეიძლება იყოს სისტემის მიერ გენერირებული საბეჭდი ფორმები, ან მომხმარებლის მიერ ატვირთული ნებისმიერი ფაილი)
  • ინფორმაცია ნამუშევარი დროის შესახებ (მათ შორის საშვებულებო დღეების ნაშთი, გაცდენების ისტორია);
  • პირადი ინფორმაცია;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ინფორმაცია განათლებისა და სერტიფიკატების შესახებ;
  • ინფორმაცია თანამშრომლის კომპეტენციების შესახებ;
  • ინფორმაცია გავლილ ტრენინგებზე;
  • ტესტირების შედეგები;
  • დაქირავების ისტორია;
  • ინფორმაცია თანამშრომლის პასუხისმგებლობაში მყოფი, კომპანიის კუთვნილ ქონებაზე.

სისტემის მომხმარებლებს შესაძლოა ინფორმაციაზე დაშვების სხვადასხვა დონე ჰქონდეთ. შესაბამისად, თანამშრომლის პროფილზე არსებულ კონკრეტულ ინფორმაციას მხოლოდ ის მომხმარებლები ნახავენ, ვისაც ამის უფლება აქვთ (მაგალითად, სახელფასო მონაცემების ნახვა მხოლოდ HR მენეჯერმა, ხოლო დაქირავების ისტორიის ნახვა – მხოლოდ რეკრუტერმა შეძლოს).

თანამშრომლის პროფილიდან ასევე შესაძლებელია სავალდებულო დოკუმენტების კონტროლი. მაგალითად, თუ გსურთ აკონტროლოთ, მოტანილი აქვთ თუ არა თანამშრომლებს პირადობის მოწმობის ასლი, ნასამართლეობის ცნობა, დიპლომი და სხვა დოკუმენტები. ასეთ შემთხვევაში განსაზღვრავთ თანამშრომლისათვის სავალდებულო დოკუმენტების სიას და უკვე მარტივად შეძლებთ იმის კონტროლს, თუ ვის აქვს მოტანილი საჭირო დოკუმენტები და ვის – არა.