• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

HR ოპერაციები

 

თანამშრომელთა სამუშაო ინფორმაციის მართვა შესაძლებელია წინასწარ გათვალისწინებული ოპერაციების გამოყენებით. ესენია:

  • პოზიციაზე დანიშვნა: ამ ოპერაციაში განისაზღვრება, თუ რომელ პოზიციაზე ნიშნავთ ადამიანს, როგორია მისი სამუშაო პირობები, ანაზღაურება და კონტრაქტის პირობები. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ოპერაციაში, პოზიციის არჩევისას ავტომატურად ივსება პოზიციაზე მიბმული სამუშაო მონაცემები. მაგალითად: თანამდებობა, სპეციალობა, სტრუქტურული ერთეული, ადგილმდებარეობა, სამუშაო გრაფიკი, სახელფასო პაკეტი, როლები ორგანიზაციაში, უშუალო ხელმძღვანელი, სამუშაო ურთიერთობები სხვა პოზიციებთან.
  • პოზიციის ცვლილება: ეს არის ოპერაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გააფორმოთ თანამშრომლის ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაყვანა. ამ ოპერაციაში, პოზიციაზე დანიშვნის ოპერაციის მსგავსად, ახალ პოზიციაზე მიბმული ყველა ინფორმაცია ავტომატურად ივსება.
  • საკადრო მონაცემების ცვლილება: ეს ოპერაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს ეცვლება გარკვეული სამუშაო მონაცემები, მაგრამ მისი პოზიცია უცვლელი რჩება. მაგალითად: როლები ორგანიზაციაში, სამუშაო ადგილი, სამუშაო გრაფიკი ან სხვა მსგავსი ინფორმაცია.
  • ხელშეკრულების ცვლილება: ეს ოპერაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ერთი პოზიციის ფარგლებში თანამშრომლისთვის სახელშეკრულებო პირობების შეცვლაა საჭირო. მაგალითად: კონტრაქტის ვადის ცვლილება, გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობის შეცვლა და ა.შ.
  • ანაზღაურების ცვლილება: ეს ოპერაცია, ერთი პოზიციის ფარგლებში, თანამშრომლისათვის ხელფასის ცვლილებას მოიაზრებს. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ხელფასის ცვლილება კონტროლდება თანამშრომლის პოზიციაზე განსაზღვრული სახელფასო გრეიდის მიხედვით. მაგალითად, თუ გრეიდში განსაზღვრულია ხელფასი 500-დან 1000 ლარამდე, ცვლილება მხოლოდ ამ ინტერვალში იქნება შესაძლებელი. გრეიდში ასევე შეიძლება განსაზღვრული იყოს სახელფასო საფეხურები (მაგალითად, საფეხური 1 – 500 ლარი, საფეხური 2 – 600 ლარი, საფეხური 3 – 750 ლარი და საფეხური 4 – 900 ლარი). ასეთ შემთხვევაში ხელფასის ცვლილების ოპერაციაში უნდა მიეთითოს თუ რომელ საფეხურზე გადადის თანამშრომელი და განსაზღვრული ხელფასი უკვე ავტომატურად შეივსება.
  • ხელშეკრულების შეჩერება: ეს ოპერაცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელთან გარკვეული პერიოდით ჩერდება შრომითი ურთიერთობა. მაგალითად, თანამშრომლის ჯარში გაწვევის გამო.
  • ხელშეკრულების აღდგენა: ამ ოპერაციით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის აღდგენა ხდება.
  • გათავისუფლება: ეს ოპერაცია მოიაზრებს თანამშრომლის კონკრეტული პოზიციიდან გათავისუფლებას.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციას გააჩნია მიზეზები, რომელთა გამოყენებითაც მიიღებთ დამატებით ანალიტიკას იმის შესახებ თუ რა და რატომ ხდება კომპანიაში.

გარდა მიზეზებისა, ოპერაციებს აქვს სტატუსები და დამუშავების პროცესი. მათი გამოყენებით სხვადასხვა ოპერაციებისათვის შეგიძლიათ ვალიდაციის იმდენი დონე განსაზღვროთ, რამდენიც გჭირდებათ. მაგალითად, პოზიციაზე დანიშვნის ოპერაციას შეგიძლიათ სამი ტიპის სტატუსი მიანიჭოთ: ახალი, დადასტურებული და დასრულებული. შემდეგ განსაზღვროთ, თუ როგორ ხდება ოპერაციის ვიზირება, სტატუსების შეცვლა და რომელი მომხმარებლები არიან ჩართული ამ პროცესში. მაგალითად,  დანიშვნის ყველა „ახალი“ ოპერაცია შეიძლება ჯერ HR მენეჯერმა, შემდეგ კი კომპანიის დირექტორმა დაადასტუროს. HR მენეჯერის დასტურის შემდეგ ოპერაციას მიენიჭება სტატუსი „დადასტურებული“, ხოლო დირექტორის დასტურის შემდეგ – „დასრულებული“.