• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

შვებულებების მართვა

 

სისტემაში არსებობს შვებულების მართვის ფუნქციონალი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია კომპანიაში არსებული შვებულების წესების პროგრამაში ასახვა და შესაბამისი კონტროლი.

შვებულების წესების აწყობისას, საშვებულებო დროის ყოველი სახეობისათვის (სახეობა შეიძლება იყოს ანაზღაურებადი შვებულება, საავადმყოფო შვებულება, საქორწინო შვებულება, დეკრეტული შვებულება) შეძლებთ განსაზღვროთ:

  • რამდენი საშვებულებო დღე უნდა დაგროვდეს კონკრეტულ პერიოდში. მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულებისათვის წელიწადში 24 დღე, ან, ვთქვათ, ყოველთვიურად 2 დღე დაგროვდეს.
  • რამდენი ხანი უნდა იყოს დაგროვილი დღეები აქტიური, ანუ დღეების დაგროვებიდან რამდენი ხნის მანძილზე შეუძლია თანამშრომელს მათი გამოყენება.
  • სამსახურში მოსვლიდან რა პერიოდში წარმოეშობა თანამშრომელს კონკრეტული ტიპის შვებულების გამოყენების უფლება.
  • დაგროვილი დღეებიდან ერთბაშად რამდენი დღის გამოყენება შეუძლია თანამშრომელს. მაგალითად, თანამშრომელს აქვს 24 დღე ანაზღაურებადი შვებულებისათვის, თუმცა ერთდროულად შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ 10.
  • ბოლო შვებულებიდან რა პერიოდში შეუძლია თანამშრომელს იგივე ტიპის შვებულებაში გასვლა. ვთქვათ, თანამშრომელი დაბრუნდა ანაზღაურებადი შვებულებიდან და შემდეგი 3 თვის მანძილზე აღარ აქვს ანაზღაურებად შვებულებაში გასვლის უფლება მიუხედავად იმისა, რომ გააჩნია საშვებულებო დღეების ნაშთი.
  • მაქსიმუმ რამდენი საშვებულებო დღის გამოყენება შეუძლია თანამშრომელს კონკრეტულ პერიოდში. მაგალითად, 60 დღე ექვსი თვის მანძილზე საავადმყოფო შვებულებისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში შესაძლებელია შვებულების განსხვავებული წესების განსაზღვრა სხვადასხვა კატეგორიის თანამშრომლებისათვის. მაგალითად, მომსახურების ხელშეკრულებაზე მყოფ თანამშრომლებს შესაძლოა საერთოდ არ ეკუთვნოდეთ ანაზღაურებადი შვებულება, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს კი 32 დღე ეკუთვნოდეთ.

როგორც ზევით აღვნიშნეთ, სისტემაში შესაძლებელია საშვებულებო დროის სხვადასხვა სახეობების შექმნა და წესების განსაზღვრა ყოველი მათგანისათვის. გარდა ამ სახეობებისა, სისტემაში ასევე შესაძლებელია შვებულების ტიპების შექმნაც. ეს ტიპები გამოიყენება ორი სხვადასხვა შემთხვევისათვის, კერძოდ:

  • თუ კომპანიაში არსებობს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის შვებულება, რომელიც საჭიროა, რომ ერთსა და იმავე საშვებულებო დროის ნაშთს გამოაკლდეს. მაგალითად, თუ გვინდა, რომ ანაზღაურებადი შვებულებაც, უქმე დღეც (Day-off) და დილის საპატიო დაგვიანებაც ანაზღაურებადი შვებულების 24 დღიან ნაშთს გამოაკლდეს.
  • თუ ადამიანი გავიდა შვებულებაში გარკვეული პერიოდით, მაგრამ საჭიროა, რომ გახარჯული დღეები სხვადასხვა ოდენობით გამოაკლდეს სხვადასხვა დროის ნაშთებს. მაგალითად, თანამშრომელმა გააცდინა 15 დღე ავადმყოფობის გამო, მაგრამ კომპანიამ ჩათვალა, რომ ეს 15 დღე შედგებოდა 8 დღე ბიულეტინის, 5 დღე ანაზღაურებადი შვებულებისა და 2 დღე უხელფასო შვებულებისგან. ამ შემთხვევაში საავადმყოფო შვებულება „შვებულების ტიპია“, ბიულეტინი, შვებულება და უხელფასო შვებულება კი - „დროის სახეობები“.

    გარდა ამისა, ისეთ შემთხვევებში საქმის გასამარტივებლად, სადაც შვებულების ტიპი და დროის სახეობა იდენტურია, ისინი შაბლონურად შეგვიძლია დავაკავშიროთ ერთმანეთთან.

    შვებულებების მართვის ფუნქციონალი ასევე მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:

  • ფაქტიური შვებულების რეგისტრაცია - იგულისხმება, რომ სისტემაში შესაძლებელია ყოველი შვებულების რეგისტრაცია ისეთი მონაცემების მიხედვით როგორიცაა: შვებულების მიზეზი, დროის ინტერვალი და საშვებულებო დროის სახეობა. HR ოპერაციების მსგავსად, შვებულების რეგისტრაციის ოპერაციასაც გააჩნია სტატუსები და დამუშავების პროცესი. მათი გამოყენებით თქვენ შვებულების რეგისტრაციისათვის განსაზღვრავთ შვებულების ვალიდაციის იმდენ დონეს რამდენიც საჭიროა. მაგალითად, ჩვეულებრივი თანამშრომელი შეძლებს, რომ დაარეგისტრიროს შვებულება სტატუსით “მოთხოვნილი” ხოლო მისი უშუალო უფროსის ვიზირების შემდეგ ოპერაციას „დადასტურებული“ სტატუსი მიენიჭება. შვებულების ფაქტიური რეგისტრაციის საფუძველზე შესაბამისი საშვებულებო დროის სახეობის ნაშთები მცირდება.
  • შვებულებიდან გამოძახება - ამ ოპერაციის გამოყენებით შესაძლებელია ფაქტიურად რეგისტრირებული შვებულების კორექტირება. მაგალითად, შვებულების შეწყვეტა ან თანამშრომლის ერთი დღით გამოძახება შვებულებიდან.