• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

HRIS

დროის მართვა

 

დროის მართვის ფუნქციონალში შედის:

  • სამუშაო გრაფიკების მართვა: თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სირთულის სტანდარტული, ცვლის ან ციკლური გრაფიკების აწყობას. სისტემაში შესაძლებელია განსაზღვრა თუ ვინ, რამდენ ხანს და რომელ ობიექტზე უნდა იმუშაოს. ასევე შესვენებების ხანგრძლივობისა და რაოდენობის დაგეგმვა.
  • ნამუშევარი დროის აღრიცხვა: სისტემაში ინტეგრირებული დროის უწყისის მეშვეობით თქვენ დეტალურად შეძლებთ იმის აღრიცხვას, თუ რომელმა თანამშრომელმა რამდენი დრო დაჰყო სამსახურში, რომელმა დააგვიანა, რომელმა იმუშავა მეტი და ა.შ.
  • სამუშაო ცვლების კონტროლი: სისტემის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ისეთი მოვლენების მარტივად აღრიცხვას, როგორებიცაა სამუშაო ცვლები, სამსახურში არაგეგმიური გამოძახებები და თანამშრომლებს შორის სამუშაო საათების გაცვლა.
  • ინტეგრაცია დაშვების სისტემებთან: მოდულს აქვს ინტეგრაციის მექანიზმები დაშვების ისეთ სისტემებთან როგორებიცაა ტურნიკეტი, ფინგერპრინტი და სხვა. შედეგად შესაძლებელი ხდება დაშვების სისტემის მიერ მოგროვილი ინფორმაციის HR-ული კუთხით გაანალიზება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება (მაგალითად, არასაპატიო გაცდენის საფუძველზე ხელფასის დაქვითვა).