• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Payroll

სახელფასო სტრუქტურა

 

სახელფასო სტრუქტურის აწყობის მექანიზმის გამოყენებით შეგიძლიათ კომპანიაში არსებული სახელფასო წესებისა და სტანდარტების სისტემაში ასახვა. კერძოდ:

  • დარიცხვის კომპონენტების შექმნა: დარიცხვის კომპონენტში აისახება ლოგიკა, რომლის მიხედვითაც თანამშრომლებს არიცხავთ თანხას. დარიცხვის ყოველ კომპონენტს გააჩნია გაანგარიშების ფორმულა, რომლის აწყობაც უმარტივესია. შესაბამისად, სისტემა ადვილად მოერგება თქვენს საჭიროებებს.
  • დაქვითვის კომპონენტების შექმნა: დარიცხვის მსგავსად, დაქვითვის კომპონენტიც მოიცავს ლოგიკასა და ფორმულას, რომლის მიხედვითაც შეიძლება თანამშრომელს თანხა დაუკავოთ. ასეთი დაკავება შეიძლება იყოს ერთჯერადი ჯარიმა, პროფკავშირის საწევრო, სააღსრულებო ფურცელი. სისტემა გაძლევთ ნებისმიერი სახეობის დაქვითვის შექმნის შესაძლებლობას. დაქვითვის კომპონენტებში ასევე განისაზღვრება მათი პერიოდულობა (ერთჯერადი, მრავალჯერადი) და დაქვითვის სახე (დაქვითვა საშემოსავლოს დათვლამდე, დაქვითვა საშემოსავლოს გათვლის შემდეგ, დაქვითვა მესამე პირისთვის გადასახდელად).
  • სარგებლის კომპონენტების შექმნა: დარიცხვისა და დაქვითვის მსგავსად, სარგებლის კომპონენტიც მოიცავს ლოგიკასა და ფორმულას, რომლის მიხედვითაც თქვენს თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით სარგებელი ეკუთვნით. სარგებელი შეიძლება იყოს დაზღვევა, კვების, ბენზინის ტალონები, კორპორატიული ტელეფონი, საპენსიო პროგრამა და ა.შ. სარგებლის პროგრამები იყოფა სამ კატეგორიად: პროგრამა რომლის ხარჯსაც სრულად იხდის კომპანია, პროგრამა რომლის ხარჯსაც ნაწილობრივ იხდის კომპანია, პროგრამა რომლის ხარჯსაც სრულად იხდის თანამშრომელი.
  • სახელფასო გრეიდების შექმნა: სახელფასო გრეიდები აერთიანებს თანამშრომლის ანაზღაურების სრულ პაკეტს. ყოველ გრეიდში თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი დარიცხვის, დაქვითვის და სარგებლის კომპონენტები. ყოველ კომპონენტზე შესაძლებელია მინიმალური, მაქსიმალური, და ოპტიმალური თანხების განსაზღვრა, რაც დაგეხმარებათ როგორც ბიუჯეტირებაში, ასევე დანიშნული ხელფასების კონტროლში. გრეიდებს ასევე გააჩნიათ დონეები, რაც გულისხმობს, რომ ერთ გრეიდში სხვადასხვა დონეზე, თანამშრომელს შესაძლოა განსხვავებული ანაზღაურებები ჰქონდეს.
  • გრეიდების მიბმა საკადრო პოზიციებზე: მას შემდეგ, რაც თქვენ შექმნით სახელფასო გრეიდებს, შეგიძლიათ ყოველი საკადრო პოზიციისთვის განსაზღვროთ შესაბამისი გრეიდები, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს შემდგომ საკადრო ოპერაციების განხორციელებას.