• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Payroll

ცვლადი ხელფასები

 

ცვლადი შეიძლება მაგალითად იყოს ხელფასი გაყიდვების, გაწეული მომსახურების, ნამუშევარი დროის, ზარებზე გაცემული პასუხების მიხედვით. ასეთი ხელფასებისთვის ფიქსირებულის მსგავსად თქვენ შექმნით დარიცხვის კომპონენტებსა და მათი გაანგარიშების ფორმულებს.

ცვლადი ხელფასებისთვის ფორმულების აწყობისას ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ მონაცემების წყარო ცვლადი პარამეტრებისათვის. იგულისხმება, რომ მაგალითად გაყიდვების მიხედვით ხელფასის შემთხვევაში გაყიდვების ოდენობა სისტემაში უნდა ატვირთოს ექსელის ფაილით, გაწეული მომსახურების მიხედვით ხელფასის შემთხვევაში მონაცემები უნდა შეიყვანოს ოპერატორმა, ხოლო ნამუშევარი დროის მიხედვით ხელფასის შემთხვევაში ცვლადი პარამეტრები ავტომატურად უნდა შეივსოს დროის უწყისიდან და დაშვების სისტემის დამუშავებული მონაცემებიდან.