• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Payroll

ერთჯერადი დარიცხვები და დაქვითვები

 

მას შემდეგ, რაც სახელფასო სტრუქტურას შექმნით და ყოველ თანამშრომელს შესაბამის საკომპენსაციო პაკეტს დაუნიშნავთ, სისტემა ახდენს ინფორმაციის კონსოლიდაციას, რის საფუძველზეც თქვენ მხოლოდ ერთი კლიკი დაგჭირდებათ კონკრეტულ პერიოდში ხელფასის გამოსათვლელად. ფუნქციონალში შედის:

  • გასაცემი ხელფასის გაანგარიშება: ხელფასი შეგიძლიათ დაიანგარიშოთ თქვენთვის სასურველი პერიოდისთვის (მაგალითად თვის პირველი რიცხვიდან თხუთმეტ რიცხვამდე). პერიოდის მანძილზე დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე (ინფორმაცია ახალ თანამშრომლებზე, დასწრების ინფორმაცია, გამომუშავების ინფორმაცია და ა.შ.) სისტემა ანგარიშობს თანამშრომელთა კუთვნილ თანხებს. გაანგარიშება ხდება თქვენს მიერ სახელფასო კომპონენტებში განსაზღვრული ფორმულების მიხედვით.
  • ხელფასის გაცემა: გამოანგარიშებული ხელფასის გაცემა თქვენ ერთიანად ან ნაწილობრივ შეგიძლიათ. ხელფასის გაცემის რეგისტრაციისას სისტემა აგენერირებს ფაილებს ქვეყანაში არსებული ძირითადი ბანკების მოთხოვნილი ფორმატებით. შესაბამისად სულ რამდენიმე კლიკი დაგჭირდებათ საბანკო სისტემაში გადარიცხვის განსახორციელებლად.
  • სავალუტო ოპერაციები: ხელფასის დათვლა და გაცემა ასევე შესაძლებელია რამდენიმე ვალუტაში. იგულისხმება, რომ თანამშრომელს ხელფასი შეიძლება ერიცხებოდეს დოლარში, მაგრამ ხელზე იღებდეს ლარის ექვივალენტს. ანდაც ხელფასი ერიცხებოდეს ევროში, მაგრამ ხელზე იღებდეს დოლარის ექვივალენტს. სისტემა ავტომატურად აახლებს ვალუტის კურსებს nbg.gov.ge-დან.
  • დავალიანების კონტროლი: სისტემა ავტომატურად აკონტროლებს თანამშრომელთა დავალიანებას გაანგარიშებული და გაცემული ხელფასების გათვალისწინებით. შედეგად თქვენ ყოველთვის გექნებათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი თანამშრომლის ვალი გაქვთ, ან რომელ თანამშრომელს აქვს კომპანიის ვალი.
  • ავანსების მართვა: სისტემაში ასევე არსებობს ავანსების მართვის ფუნქციონალი, რომლის გამოყენებითაც შეგიძლიათ მართოთ თანამშრომლებისთვის მიცემული ავანსები. იგულისხმება, რომ სისტემაში თქვენ ცალკე არეგისტრირებთ ავანსებს და ასევე შეგიძლიათ თანამშრომლისათვის თანხის დაკავების გრაფიკის შედგენა. მაგალითად თანამშრომელს ავანსად მიეცით 2000 ლარი და შეუთანხმდით, რომ ყოველი ხელფასიდან 200 ლარს დაუკავებთ 10 თვის განმავლობაში. ასეთი გრაფიკის საფუძველზე სისტემა ავტომატურად დაიანგარიშებს თანამშრომლისთვის დასაკავებელ თანხებს.