• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Payroll

რეპორტები

  • გადახდების დეტალური რეესტრი - რეპორტი აჩვენებს თანამშრომლებისათვის გადახდილი თანხების დეტალიზაციას
  • თანამშრომლებისათვის გადასახდელი ხელფასი - რეპორტის საშუალებით შესაძლებელია თანამშრომლებისადმი არსებული დავალიანების ანალიზი
  • თვის განაცემთა ინფორმაცია - რეპორტი, რომელიც გამოიყენება გაცემული ხელფასების RS.ge-ზე დეკლარირებისათვის
  • სააღსრულებო დაკავება - რეპორტი გვაჩვენებს თანამშრომლებისათვის სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაკავებულ თანხებს
  • ერთჯერადი დარიცხვები - რეპორტი აჩვენებს, მითითებულ პერიოდში განხორციელებული, ერთჯერადი დარიცხვების მონაცემებს. კერძოდ: ვიზე გაკეთდა დარიცხვა, რა იყო დარცხვის სახე, ოდენობა და ა.შ.
  • ერთჯერადი დაქვითვები - რეპორტი აჩვენებს, მითითებულ პერიოდში განხორციელებული, ერთჯერადი დაქვითვების მონაცემებს. კერძოდ: ვიზე გაკეთდა დაქვითვა, რა იყო დაქვითვის სახე, ოდენობა და ა.შ.
  • საშემოსავლოს შეღავათები - რეპორტი აჩვენებს თუ რომელ თანამშრომლებს ეკუთვნით საშემოსავლო შეღავათი, რა პირობებით და რა არის ამ შეღავათის ნაშთი კონკრეტულ წელს
  • გაცემული ავანსების ანალიზი - რეპორტი აჩვენებს თუ რომელ თანამშრომლებს აქვთ აღებული ავანსი, რა თანხა გადაიხადეს ამ ავანსიდან და რამდენია დარჩენილი
  • სახელფასო პერიოდული პარამეტრები პოზიციების მიხედვით - რეპორტი აჩვენებს გამომუშავებით ხელფასებში გამოყენებული პარამეტრების ფაქტიურ ოდენობას თანამშრომლების ჭრილში. მაგალითად რა თანხის პროდუქცია გაყიდა თანამშრომლებმა, რამდენი კლიენტი მოიზიდა და ა.შ.
  • სახელფასო პერიოდული პარამეტრები სტრ. ერთეულების მიხედვით - რეპორტი აჩვენებს გამომუშავებით ხელფასებში გამოყენებული პარამეტრების ფაქტიურ ოდენობას სტრ. ერთეულების ჭრილში. მაგალითად რა თანხის პროდუქცია გაყიდა მაღაზიამ
  • ანაზღაურების პაკეტი - ცხრილური რეპორტი, რომელიც გვაჩვენებს თუ რომელ თანამშრომელს, რა სახელფასო პაკეტი აქვს დანიშნული.

 

 

სისტემას ასევე აქვს არსებული რეპორტების თქვენთვის სასურველი პარამეტრების მიხედვით მოდიფიცირების საშუალება. რაც მთავარია, მოდიფიცირება მარტივია და არ მოითხოვს ტექნიკური პერსონალისა და პროგრამისტების დახმარებას. მოდიფიცირებაში იგულისხმება:

  • რეპორტებში დამატებით მონაცემების გამოტანის შესაძლებლობა;
  • ანგარიშგებაში გამოტანილი ინფორმაციის პირველადი წყაროს ანალიზის შესაძლებლობა;
  • რეპორტებში სვეტების დამატებისა და ამოღების შესაძლებლობა;
  • სტრიქონების დაჯგუფების შესაძლებლობა;
  • მონაცემების სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით ფილტრაციის შესაძლებლობა;
  • მოდიფიცირებული რეპორტების შენახვისა და შემდგომ გამოყენების შესაძლებლობა;

გარდა ამისა, სულ რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ნებისმიერი რეპორტის შენახვა შემდეგი ფორმატის ფაილებში: ”xls”, “pdf”, “txt”, და “mxl”.