• მთავარი
  • პროდუქტები
  • ბლოგი
  • კომპანია
  • კონტაქტი

Recruiting

ვაკანსიები

 

სამუშაო პროფილების შექმნის შემდეგ, ვაკანსიების დაგეგმვასა და გამოცხადებას უკვე ძალიან მარტივად შეძლებთ. სისტემაში ვაკანსიის შექმნისას უნდა აირჩიოთ სასურველი სამუშაო პროფილი. შედეგად, პოზიციაზე მიბმული სამუშაო პროფილიდან ვაკანსიაში ავტომატურად შეივსება სამუშაო აღწერა და ყველა საკვალიფიკაციო მოთხოვნა. ასევე დაქირავების ღონისძიებების თანმიმდევრობა. თქვენ შესავსები დაგრჩებათ მხოლოდ ისეთი დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად ვაკანსიის დახურვის თარიღი და დაქირავების მენეჯერი (რეკრუტერი).

ვაკანსიებს გააჩნია სამი სტატუსი: დაგეგმილი (დაგეგმილია, რომ ვაკანსია გამოცხადდეს), ღია (ვაკანსია უკვე გამოცხადებულია) და დახურული.

სურვილის შემთხვევაში შექმნილი ვაკანსიების ვებ-პორტალზე გამოცხადებაც შეგიძლიათ. ამ პორტალის განთავსება შესაძლებელია მაგალითად თქვენი კომპანიის ვებ-საიტზე. ასევე შესაძლებელია პორტალის, როგორც ცალკე ვებსაიტის გამოყენება. კანდიდატები ვებ-პორტალზე გამოცხადებული ვაკანსიების ნახვას ონლაინ შეძლებენ და აპლიკაციასაც ელექტრონული ფორმით გამოგზავნიან. აქვე ვიტყვით, რომ  შეგიძლიათ ვებ-პორტალზე განთავსებული ვაკანსიის მისამართები (ლინკები), განსათავსებელ ტექსტთან ერთად გაგზავნოთ ჯობ-ბორდინგ საიტებზე (როგორიცაა მაგალითად jobs.ge და hr.ge). შედეგად, დაინტერესებული კანდიდატები აუცილებლად ნახავენ თქვენს ვაკანსიებს და აპლიკაციასაც ელექტრონულად მოგაწვდიან.

ვაკანსიის გამოცხადებისას თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ შევსებული ინფორმაციის რა ნაწილის განთავსება გსურთ ვებ-პორტალზე. მაგალითად, თუ ვაკანსიაში განსაზღვრული გაქვთ პოზიციის შესაბამისი ანაზღაურება, მაგრამ არ გსურთ რომ ეს მონაცემები ვებ-პორტალზე განთავსდეს. მსგავსი მანიპულაცია თქვენ ვაკანსიაში შევსებული ნებისმიერი მონაცემით შეგიძლიათ.

ყოველი ვაკანსიისათვის ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რა მონაცემები უნდა გამოგზავნოს კანდიდატმა აუცილებლად და რა მონაცემების გადმოგზავნაა სასურველი. მაგალითად, კონკრეტული პოზიციისთვის თუ აუცილებლად გაინტერესებთ კანდიდატის განათლება და სერტიფიკატები, ფაქტობრივი მისამართი კი სასურველი მონაცემია, ამ შემთხვევაში თქვენ განსაზღვრავთ, რომ განათლება და სერტიფიკატები აუცილებლად შესავსები ველებია, ხოლო ფაქტიური მისამართის შევსება - სასურველი. კანდიდატი ვებ-პორტალიდან აპლიკაციის გადმოგზავნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ შეავსებს ინფორმაციას განათლებისა და სერტიფიკატების შესახებ. ველს, სადაც ფაქტობრივი მისამართი უნდა მიეთითოს, კანდიდატი ასევე დაინახავს, თუმცა შეუძლია იგი ცარიელი დატოვოს და ისე გადმოგზავნოს აპლიკაცია.